Spotify ნამდვილი არტისტების AI-სგან გასარჩევად ვერიფიკაციის ნიშანს ამატებს
ფოტო: Spotify
იმ ფონზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არტისტები და სიმღერები მუსიკალურ პლატფორმებს ტბორავს, Spotify ახალ ნიშანს, "Verified by Spotify"-ს (Spotify-ს მიერ ვერიფიცირებული) ნერგავს. ეს მსმენელებს ნამდვილი, ადამიანი არტისტების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.
ნიშნის მისაღებად არტისტი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. Spotify ყურადღებას აქცევს არტისტის რეალურ აქტივობას როგორც პლატფორმაზე, ისე მის გარეთ, მაგალითად, კონცერტების თარიღებს, ატრიბუტიკას და პროფილზე მითითებულ სოციალური ქსელების ბმულებს. პროფილები, რომლებიც ძირითადად AI-გენერირებულ მუსიკას ან AI-პერსონაჟებს წარმოადგენენ, ვერიფიკაციას ვერ გაივლიან.
გარდა ამისა, არტისტებს დროის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მსმენელთა სტაბილური აქტივობა და ჩართულობა. Spotify ფოკუსირებულია იმ პროფილებზე, რომლებსაც ადამიანები მიზანმიმართულად და ხანგრძლივად ეძებენ და არა მათზე, ვისაც ჩართულობის ერთჯერადი ნახტომი აქვს. გაშვების მომენტში, იმ არტისტების 99%-ზე მეტი, რომლებსაც მომხმარებლები აქტიურად ეძებენ, უკვე ვერიფიცირებული იქნება. Spotify-ს განცხადებით, მათი უმეტესობა დამოუკიდებელი შემსრულებელია, რომლებიც სხვადასხვა ჟანრს, კარიერულ ეტაპსა და რეგიონს წარმოადგენენ.
მომხმარებლები ახალ ნიშნებს არტისტების პროფილებსა და ძიების შედეგებში მომავალი კვირების განმავლობაში დაინახავენ. ნიშანი იქნება მწვანე სიმბოლო წარწერით "Verified by Spotify". პლატფორმაზე არსებული პროფილების დიდი რაოდენობის გამო, ვერიფიკაციის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ნიშნის არქონა არ ნიშნავს, რომ პროფილი მას მომავალში ვერ მიიღებს.
ფოტო: Spotify
Spotify პრიორიტეტს ანიჭებს არტისტებს, რომლებსაც ჰყავთ აქტიური ფანები და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მუსიკალურ კულტურაში. პლატფორმა ნაკლებ ყურადღებას აქცევს ე.წ. "ფუნქციური მუსიკის" შემქმნელებს (მაგალითად, ალგორითმზე ოპტიმიზებული ფონური მუსიკა სამუშაოდ ან დასასვენებლად), რომელთა კონტენტიც პასიური მსმენელისთვისაა განკუთვნილი.
"ჩვენ ეს პროგრამა მსმენელებისა და არტისტების ინტერესების გათვალისწინებით შევქმენით და დროთა განმავლობაში მის განვითარებას გავაგრძელებთ", — ნათქვამია Spotify-ს ბლოგპოსტში — "ჩვენი მიზანია, გაგიმარტივოთ იმ ადამიანური შემოქმედების ნდობა, რომელსაც უსმენთ და დაგეხმაროთ საყვარელ არტისტებთან გრძელვადიანი კავშირის დამყარებაში".
პლატფორმა ასევე უშვებს პროფილის ახალ სექციას (ბეტა რეჟიმში), სადაც ნაჩვენები იქნება კარიერული მიღწევები, რელიზების ისტორია და ტურნეების განრიგი. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწრაფად დაინახოს არტისტის ავთენტური აქტივობა მაშინაც კი, თუ მას ჯერ არ აქვს ვერიფიკაციის ნიშანი.
ეს განახლებები Spotify-ს მცდელობაა, ებრძოლოს პლატფორმაზე დაბალი ხარისხის AI-კონტენტის (ე.წ. AI Slop) და თვითმარქვია შემსრულებლების ზრდას. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც Sony Music-მა 135,000-ზე მეტი AI-გენერირებული სიმღერის წაშლა მოითხოვა, რომლებიც მათი არტისტების ხმებსა და სტილს უკანონოდ იყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ Spotify-ს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია, კონკურენტმა Deezer-მა თქვა, რომ მათ პლატფორმაზე ყოველდღიურად ატვირთული ახალი მუსიკის 44%-ს უკვე ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები