აფგან სადიგოვმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო
აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს საერთაშორისო პასპროტი მისცა — ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა სადიგოვი ქვეყნის დატოვებას.
"აფგან სადიგოვმა უცხოური პასპორტი მიიღო. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ არსებული ძებნა სისტემიდან მოხსნილია, რადგან სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებიც არაერთხელ აღნიშნავენ, რომ პრობლემა კვლავ არსებობს.
ამას სინანულით ვამბობ — ჩვენი შემდეგი მიზანი ქვეყნის დატოვებაა. რატომ ვამბობ ამას სინანულით? იმიტომ, რომ სამშობლოს დატოვება ადამიანისთვის ყველაფრის დაკარგვას ჰგავს. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს," — წერს სადიგოვის მეუღლე სევინჩ სადიგოვა.
საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "რეჟიმის გეგმების შესახებ უფრო მეტს მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანიდან გასვლას და მის ოჯახთან გაერთიანებას შეძლებს".
"მნიშვნელოვანია, რომ აფგან სადიგოვს უკვე აქვს პასპორტი.
მაგრამ რეჟიმის გეგმების შესახებ უფრო მეტს მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანიდან გასვლას და მის ოჯახთან გაერთიანებას შეძლებს, რომელიც თითქმის 2 წელია არ უნახავს.
მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პროცესი უსაფრთხო დასასრულისკენ მიდის", — წერს მიქელაძე.
შეგახსენებთ, 27 აპრილს სადიგოვმა ASAN Xidmət-ის ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამით დააკავეს. ღამის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი აზერბაიჯანში გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა — "იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და "პაგონების" სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ."
მეტი აფგან სადიგოვის შესახებ წაიკითხეთ აქ.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები