ილია დარჩიაშვილი

11 Nov. 2024, 19:06

"მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება [ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით] და სრულად ვეთანხმები იმ პათოსს, რომელიც მან გააჟღერა. ჩვენ პარტნიორობა გვესმის იმ ჭრილში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელმაც შექმნა იმის საჭიროება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგვეღო ეს სამართლებრივი რეგულაციები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპის მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მსგავსი უხეში ფორმით ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, მიხვდება, რომ ეს არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის და არა მიკერძოებული დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ინტერესს, რომ ღიად და გულწრფელად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს. 

ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთსტრატეგიული ინტერესების პოლიტიკას უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომელიც სასარგებლო იქნება ყველასთვის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…