სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას "ფრთხილი ოპტიმიზმით" უყურებს
ფოტო: parliament.am
გასულ კვირას, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ყაზანში შეხვედრის შემდეგ, სომხეთის მაღალჩინოსნები სამშვიდობო შეთანხმების სადავო საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
"ჩვენ გვესმის, რომ არის ერთი-ორი დამატებითი დეტალი, რომელზეც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ეს მოლაპარაკებების ჩვეულებრივი პროცესია", — განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა სომხეთის პარლამენტში.
ის ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს აღნიშნულ პრობლემებზე შეთანხმების მიღწევას და ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მზაობას.
მირზოიანის განცხადებამდე, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს რუსეთში გამართულ BRICS-ის სამიტზე შეხვდნენ. ლიდერებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდეს, სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში დაასრულონ. შეხვედრის სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, არაიკ ჰარუთინიანმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ასეთი კონტაქტები ძალიან სასარგებლოა და სომხეთის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმების გადაუჭრელი საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას ხედავს.
მიუხედავად ამისა, ჰარუთინიანმა თავი შეიკავა იმაზე კომენტარის გაკეთებისგან, დაეთანხმა თუ არა აზერბაიჯანი ფაშინიანის შეთავაზებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციამდე (COP29) მოეწეროს.
"თუ ახალი შეხვედრების საჭიროება დგას, ისინი გაიმართება", — განაცხადა ჰარუთინიანმა.
30 ოქტომბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, სტივენ დაუტის უთხრა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი სერიოზული პროგრესით მიმდინარეობს. მისი თქმით, მთავარ წინაღობას სომხეთის კონსტიტუციაში მითითებული ტერიტორიული პრეტენზიები წარმოადგენს.
COP29 და სხვა საკითხები
გასულ კვირას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ჰოვანესიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29), რომელიც ბაქოში 11-12 ნოემბერს გაიმართება, მირზოიანს სომხეთი უნდა წარმოედგინა. აზერბაიჯანმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მირზოიანს მოსაწვევი გაუგზავნეს.
მიუხედავად ამისა, სომხეთს ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სამიტში. აზერბაიჯანული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მირზოიანი მონაწილეობის მიღებას აპირებს. არაოფიციალური წყაროების ცნობით, აზერბაიჯანმა, შესაძლოა, ღონისძიების პარალელურად სომეხი ტყვეების ნაწილი გაათავისუფლოს.
მირზოიანის განცხადებამდე, ჰარუთინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მოვლენათა განვითარებაზე, მათ შორის "მნიშვნელოვან პროგრესზე სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოს კუთხით".
უკანასკნელი ორმხრივი შეხვედრის კვალდაკვალ, სომხეთის მიერ რატიფიკაციის შემდეგ, ალიევმა ხელი მოაწერა რეგულაციას, რომელიც სომხეთთან დემარკაციის პროცესს დასაშვებს ხდის და წინ წასწევს.
პარლამენტში მირზოიანმა შეაქო შედეგები, რომელიც მიღწეულ იქნა დელიმიტაციის პროცესში. მან აღნიშნა, რომ მალე მხარეები ოფიციალურად შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ რეგულაცია მოქმედებაში შევიდა.
მირზოიანი შეეხო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კავშირების განბლოკვის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ამ კუთხითაც პოზიტიური ატმოსფერო შეინიშნება.
"ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავეცით შეთავაზებები, რომელთაც ნახევრად-ოფიციალურად შეხვდნენ. ამ ეტაპზე, შესაძლებელია ზოგადი შეთანხმების მიღწევა", — განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები
მირზოიანის განცხადებით, სომხეთის საგარეო პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, ისევე როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და განვითარება.
ოპოზიციონერი პარლამენტარის კითხვის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესი "უპირველესი პრიორიტეტი არ არის".
სომხების გენოციდი 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიამ მოაწყო, რასაც დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები 1.5 მილიონი სომეხის სიცოცხლე შეეწირა.
გენოციდი ერთ-ერთი უმთავრესი წინაღობაა, რომელიც სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში არსებობს. თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეა, გენოციდის არსებობას უარყოფს.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და თურქეთს დინამიკური, პოზიტიური დიალოგი აქვთ და ოპტიმიზმი გამოთქვა ახლო მომავალში პროგრესის მიმართ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთი სომხეთთან ურთიერთობას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის ჭრილიდან უყურებს, რაც არ არის კონსტრუქციული მიდგომა — სომხეთი თურქეთთან მოლაპარაკებებს წინასწარი განწყობების გარეშე აწარმოებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები