პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს "ყოვლისმომცველი პარტნიორობის" შეთანხმებას
ფოტო: მედუზა
პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს "ყოვლისმომცველი პარტნიორობის
შეთანხმებას. სადაც წერია, რომ ერთ-ერთ მხარეზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, მეორე იღებს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს „სამხედრო და სხვა დახმარება მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, — ამის შესახებ რუსული გამოცემა მედუზა წერს და სვამს კითხვას: აპირებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ომს უკრაინის წინააღმდეგ?
გამოცემა წერს, რომ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ (KCNA) გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების სრული ტექსტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 19 ივნისს. ეს რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს მოხდა. პუტინის წინა საქმიანი ვიზიტის დროს, მოსკოვმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
- ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას შორის ახალი შეთანხმების პირველ რამდენიმე მუხლში რეალურად საუბარია ორ ქვეყანას შორის სამხედრო ალიანსის დადებაზე:
- შეიარაღებული აგრესიის საფრთხის შემთხვევაში ქვეყნები შეთანხმდნენ, დაეხმარონ ერთმანეთს და კოორდინაცია გაუწიონ ქმედებებს;
- ერთ-ერთ მხარეზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, მეორე იღებს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს „სამხედრო და სხვა დახმარება მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“;
- მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ დადონ შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან, რომლებიც მიმართულია ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ და არ დაუშვან მათი ტერიტორიის მოკავშირეზე თავდასხმისთვის გამოყენება.
როგორც სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-მა აღნიშნა, ახალი ხელშეკრულებიდან სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ტექსტი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს 1961 წელს ჩრდილოეთ კორეასა და სსრკ-ს შორის დადებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების პირველი მუხლის ფორმულირებას.
გამოცემა წერა, რომ გაუგებარია, თუმცა ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ფხენიანი მზადაა ღიად ჩაებას უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს.
მედუზა წერს, რომ საიდუმლო შეთანხმება ჩრდილოეთ კორეის იარაღის რუსეთში მიწოდების შესახებ, სავარაუდოდ, 2023 წლის ივლისის ბოლოს სერგეი შოიგუს ფხენიანში ვიზიტის დროს დაიდო. უკვე აგვისტოში დაიწყო მისი საკონტეინერო ტრანსპორტირება რასონის პორტიდან აღმოსავლეთ სანაპიროზე, იქიდან კონტეინერები სარკინიგზო გზით გაგზავნეს საბრძოლო მასალის საცავში, კრასნოდარის მხარეში, ტიხორეცკთან. ამრიგად, წარმოიშვა ვარაუდი (რაც დაადასტურა დასავლურმა და სამხრეთ კორეის დაზვერვამ), რომ ტვირთის უმეტესი ნაწილი 152 და 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებისგან შედგებოდა, აგრეთვე უმართავი რაკეტებისგან.
ფხენიანის მიერ მიწოდებული ჭურვების ზუსტი რაოდენობა უცნობია. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს შეფასებით, რუსეთის ფედერაციაში უკვე იმპორტირებული ორი ათასი კონტეინერი შეიძლება შეიცავდეს 500 ათასამდე. 2024 წლის მაისისთვის, სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთში გაიგზავნა 6,7 ათასი კონტეინერი. დაზვერვის აზრით, ისინი შეიცავდა სამი მილიონი 152 მმ კალიბრის და 500 ათასი 122 მმ კალიბრის ჭურვებს.
ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ, "გაცვალონ გამოცდილება და მოსაზრებები კანონების მიღებისა და გამოყენების სფეროში".
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
კომენტარები