საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა — იურისტების განმარტებები
საკონსტიტუციო სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი არსებით განხილვაში მიიღო.
"არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე", — ვკითხულობთ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.
NEWS.On.ge-სთან საუბრისას, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ მისი პროგნოზიც ასეთი იყო — საკონსტიტუციო კანონის მოქმედებას არ შეაჩერებდა.
„არ შეაჩერა სასამართლომ ნორმების მოქმედება განსახილველი პერიოდით. ჩემი პროგნოზიც ასეთი იყო. ისიც გასაგები იყო განსხვავებულ აზრს ვინ დაწერდა — ის მოსამართლეები, რომლებიც სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფლები არიან“, — აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურო იმნაძის თქმით, კანონის ნორმების დროებით შეჩერება პრინციპული საკითხი იყო. მისი თქმით, რუსული კანონი მყისიერ და გამოუსწორებელ საფრთხეს უქმნის არა მარტო ცალკეულ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს.
"ამ კანონის არაკონსტიტუციურობის პარალელურად, ჩვენთვის მთავარი მტკიცების საგანი და პრინციპული საკითხი ნორმების დროებით შეჩერება იყო. იმიტომ, რომ ეს კანონი მყისიერ და გამოუსწორებელ საფრთხეს უქმნის არა მარტო ცალკეულ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, არამედ, ზოგადად, დემოკრატიულ წესრიგს ქვეყანაში. მისი ჩანაწერები იმგვარ დაშვებას აძლევს სახელმწიფო უწყებებს, იმდენად მძაფრ სტიგმის კომპონენტს შეიცავს, რომ აქვს მყისიერი დამაზიანებელი ეფექტი. ამიტომ, ჩვენ ვითხოვდით კანონის დროებით შეჩერებას, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ სასამართლომ ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა", — ამბობს გურო იმნაძე.
როგორც ირკვევა, პლენუმის ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეების, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერენჩხილაძის ორი განსხვავებული აზრი აქვს. როგორც გურო იმნაძე განმარტავს, ეს მოსამართლეები ემხრობოდნენ იმას, რომ კანონის ნორმები დროებით შეჩერებულიყო.
"სწორედ ამ ორი კონკრეტული მოსამართლისგან ველოდებოდით განსხვავებულ აზრს. განსხვავებულ აზრზე მეტად ველოდით იმას, რომ ისინი ერთგულები იქნებოდნენ საქართველოს კონსტიტუციის", — ამბობს გურო იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსარჩელეები მიჩნევენ, რომ რუსული კანონი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გურო იმნაძის თქმით, ამ კუთხით საქმე წარმოებაში მიღებულია, მაგრამ ერთ მოსამართლეს — ევა გოცირიძეს აქვს განსხვავებული აზრი.
"ევა გოცირიძე ამბობს, რომ ეს სარჩელი არ ყოფილიყო მიღებული კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით. რუსული კანონი, მისი მოსაზრებით, სავარაუდოდ, არ ეწინააღმდეგა 78-ე მუხლს“, — განმარტავს გურო იმნაძე.
რაც შეეხება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ვადებს, იურისტის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების საბოლოო თარიღი არ აქვს განსაზღვრული და არაა გამორიცხული, რომ ამ საქმის განხილვა დიდხანს გაგრძელდეს. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებული სარჩელი ჯერ არ არის გაგზავნილი, მაგრამ უახლოეს მომავალში გაიგზავნება.
"არსებითი განხილვა, სასამართლოში სარჩელის შესვლიდან, ცხრა თვეში უნდა დასრულდეს, მაგრამ ამ არსებითი განხილვის შემდეგ, კიდევ განუსაზღვრელი ვადით შეიძლება იმსჯელოს სასამართლომ. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, არა თუ საბოლოო გადაწყვეტილება, არსებითი განხილვაც კი იწელება წლობით. აქაც არაა გამორიცხული, რომ დიდხანს გაგრძელდეს ამ საქმის განხილვა. რაც შეეხება სარჩელის სტრასბურგში გაგზავნას, ჯერ არაა გაგზავნილი, ახლო მომავალში გაიგზავნება. სტრასბურგის სასამართლოსთვის დამატებითი არგუმენტია დღევანდელი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არ არის ეფექტიანი მექანიზმი", — ამბობს გურო იმნაძე.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები