შსს-ს განცხადებით, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი, ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. შსს-ს მტკიცებით, პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში, დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. ოჯახი დაკავებულების გათავისუფლებასა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

შსს-მ საქმეში არსებული ვიდეომასალა გაასაჯაროვა: