სექტემბრის 10 მთავარი ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩენოდა
ფოტო: საილუსტრაციო ფოტო / On.ge
2024 წლის სექტემბერი საქართველოსა და მსოფლიოსთვის გამორჩეული აღმოჩნდა. მართალია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ამბებით დაინტერესებული მკითხველი ცდილობს, რომ მუდმივად საქმის კურსში და მოვლენების ეპიცენტრში იყოს, მაგრამ შესაძლოა, რაღაც მაინც გამოგრჩათ... ამიტომ გთავაზობთ NEWS.On.ge-ს შედგენილ სექტემბრის 10 მნიშვნელოვან ამბავს:
1. ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონის მიღება
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონი მიიღო. კანონი განსაკუთრებით აზიანებს ლგბტ თემს და არღვევს მათ უფლებებს. არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ დამაზიანებელი კანონი უკან გაიწვიონ.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი მოდელისა და ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის შემდეგ, ლგბტ თემში ჩნდება განცდა, რომ ისინი კიდევ უფრო დაუცველები არიან.
ასევე იხილეთ: "არავინ დამიცავს, ერთადერთ გამოსავლად ქვეყნიდან წასვლას მივიჩნევ" — რაში სჭირდება ოცნებას ჰომოფობიური კანონი
2. ამნისტიის კანონის მიღება
17 სექტემბერს, ქართული ოცნების ინიციირებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, პარლამენტმა 84 ხმით მიიღო, რის შედეგად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდეს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით), მათ შორის არანაკლებ ერთი წლით — 7000-მდე პრობაციონერს. ამნისტია ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
27 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ამნისტიის კანონს, თუმცა აცხადებს, რომ ეს აქტი არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაა
"საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე." — თქვა პრეზიდენტმა.
3. საარჩევნო კამპანიის გააქტიურება
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ფეისბუქგვერდი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, არჩევნების დღედ 26 ოქტომბერი გამოაცხადა. ამ დღიდან, შეიძლება ითქვას რომ, წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად გაიხსნა.
"მოგვიახლოვდა დღე არჩევანის, დღე გადარჩენის", — განაცხადა ზურაბიშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ და დაამატა, რომ ეს არის არა რიგითი არჩევნები, სადაც მოქალაქეები კონკრეტულ პარტიებს შორის აკეთებენ არჩევანს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან.
4. საარჩევნო სიები საპარლამენტო არჩევნები 2024-სთვის
გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე "ოცნების" სიაში არიან
ფოტო: გიორგი ჯამბურია / NEWS.On.ge
როგორც აღვნიშნეთ, პირველი სექტემბრიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა საზოგადოებას საარჩევნო სიები წარუდგინა.
საარჩევნო სიებიდან სპორტსმენთა სიმრავლით თავი მმართველმა პარტიამ გამოიჩინა;
აქტიური სპორტიდან პარლამენტში მოხვედრას — ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეეცდება. კიდევ ერთი სპორტსმენი, ოღონდ უკვე "გამოცდილი" გორის ყოფილი მერი და ახლა უკვე ოცნების: საპარლამენტო სიის 49-ე ნომერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია.
ასევე იხილეთ: "ქართული ოცნების" 170-კაციან საარჩევნო სიაში თალაკვაძე, ოდიშარია, დავითულიანი და კობიაშვილი ვერ მოხვდნენ
5. ბიძინა ივანიშვილის ბოდიში "ოს დებსა და ძმებს"
ბიძინა ივანიშვილი
ამ თემამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
რა ხდება: ბიძინა ივანიშვილმა, გორში ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართველებს "ოსი დებისა და ძმებისთვის ომის ცეცხლში გახვევისთვის" ბოდიში გვაქვს მოსახდელი.
"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", — თქვა ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას.
ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას რუსული მედია მალევე გამოეხმაურა. კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ "საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა".
"საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს, მრავალწლიანი ლოთობიდან და ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით!" — თქვა სიმონიანმა.
6. მოლაპარაკებები გახარიასა და ლელოს შორის
სექტემბრის პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გიორგი გახარიას პარტიასა და მამუკა ხაზარაძის კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები იყო. რომელიც ვერ შედგა.
7. ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე
ქართველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და რითაც ქართული ოცნება რამდენიმე წელია თავს იწონებს, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაა. გასულ კვირაში ამ მიღწევის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დავდექით.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ სანქციების პაკეტთან ერთად "დღის წესრიგშია ვიზალიბერალიზაციის საკითხი" და მას ევროპარლამენტარები აუცილებლად განიხილავენ.
"ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე და რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ასე გვინდა მოვლენები განვითარდეს, მაგრამ გაუარესების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა", — თქვა ევროკავშირის ელჩმა.
8. ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესება
გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით 60 პირს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო სანქციები დაუწესა. გარდა სავიზო სანქციებისა, აშშ-ის ხაზინამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური დაასანქცირა.
სანქციები შეეხო ალტ-ინფოს დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას და ამავე პარტიის ლიდერ ზურაბ მახარაძეს.
ვრცლად იხილეთ: აშშ-ის ხაზინამ ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე დაასანქცირა
9. შუქრუთელების პროტესტი პარლამენტთან
შუქრუთი
უკვე სამი კვირაა შუქრუთელების პროტესტმა თბილისში, პარლამენტთან გადმოინაცვლა. მაღაროელების პროტესტი ჯორჯიან მარგანეზის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. პროტესტის მონაწილეების ნაწილს პირი აქვს ამოკერილი, ნაწილი კი უკვე ერთი თვეა შიმშილობს.
პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
ასევე იხილეთ: პარლამენტის წინ შიმშილობა შუქრუთელმა ქალებმაც დაიწყეს
10. რუსული კანონის საკონსტიტუციო განხილვა
მართალია, რუსული კანონის საკონსტიტუციო განხილვა 29-31 აგვისტოს გაიმართა მაგრამ, ეს თემა სექტემბერშიც აქტუალური იყო.
"განმწესრიგებელი სხდომა სარჩელებზე დამთავრებულია. სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობება დამატებით", — განაცხადა მერაბ ტურავამ 31 აგვისტოს.
ამ განცხადების შემდეგ ერთი თვე გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, მიიღებს თუ არა სასამართლო პრეზიდენტის სარჩელს წარმოებაში და დაიწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა

კომენტარები