ბრანდენბურგის მხარის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა
ფოტო: Luxembourg Times
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, პარტიამ ბრანდენბურგის მხარის არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, პარალელურად, ულტრამემარჯვენე AfD გამარჯვებასთან ისტორიულად ახლოს მივიდა.
მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ულტრამემარჯვენეებს, დაახლოებით, 1.2%-ით გაასწრო. ტენდენცია შოლცისთვის საგანგაშოა, რადგან ბრანდენბურგი, ტრადიციულად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ციტადელია — 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ ბრანდენბურგში პარტია არ დამარცხებულა. გარდა ამისა, კანცლერი ბრანდენბურგის მხარის ცენტრში, პოტსდამში, ცხოვრობს.
ეს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სექტემბრის დასაწყისში AfD პირველი პარტია გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც აღმოსავლეთ გერმანიაში, თიურინგიაში, არჩევნები მოიგო. იმავე დღეს, ულტრამემარჯვენე პარტია საქსონიაში მეორე ადგილზე გავიდა. ამ ფაქტს ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და მას "მწარე და შემაშფოთებელი" უწოდა.
ულტრამემარჯვენეობის ზრდა გერმანიაში
ბრანდენბურგის მხარეში AfD-ის წარმატება პარტიის პოპულარობის ზრდის ტენდენციას ხაზს უსვამს. ეს უკვე მესამე მხარეა, რომელშიც პარტიამ ხმათა მესამედი მოიპოვა. როგორც ჩანს, ამომრჩეველს არ აწუხებს ფაქტი, რომ გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ AfD-ის ბრანდენბურგის შტოს ლიდერსა და მთავარ კანდიდატი, ჰანს-კრისტოფ ბერნდტი, "მემარჯვენე ექსტრემისტად" შეაფასა.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური მიწის პარლამენტზე კონტროლი ვერ მოიპოვა, ულტრამემარჯვენე პარტია მეორე ადგილს პოლიტიკური გავლენის გასაზრდელად და მმართველი კოალიციისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესაქმნელად გამოიყენებს.
ბრანდენბურგის არჩევნები ბოლო იყო მომავალი წლის გერმანიის ფედერალურ არჩევნებამდე. შესაბამისად, მმართველ კოალიციას ცვლილებებისათვის ცოტა დრო დარჩა. შოლცის კოალიციის პარტნიორმა მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) 5%-იანი ბარიერის დაძლევა ვერ შეძლეს, რის საპირისპიროდაც, 9 თვის წინ შექმნილმა სარა ვაგენკნეხტის კავშირმა (BSW) 13.5%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. შესაბამისად, ოლაფ შოლცს რთული 12 თვე ელის.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები