ფაშინიანი: ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა რეგიონში
"მე ნამდვილად მწამს, ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში", — ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობაში ბენეფიციარები არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ საქართველო და თურქეთი არიან.
"მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ვარ ჩამოსული. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმარმასპინძლობისთვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ, რომ ამ წლის იანვარში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენ ამგვარად მოვახერხეთ შეგვექნა ეფექტური და პერიოდული კონტაქტების სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ბრძენი ხალხების მიერ.
მე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მე ვთვლი ამ ფაქტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.
ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ გვქონდა საშუალება განგვეხილა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევას. მე ჩემს კოლეგას წარმოვუდგინე უკანასკნელი განვითარების ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესში. მე უნდა აღვნიშნო, რომ რთული მოლაპარაკების დროს, აზერბაიჯანთან ჩარჩოებში, დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწია ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმატის დეკლარაციის დებულებებს. რაც ნიშნავს, რომ ამ პროცესისთვის საფუძველი იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციაში. გვაქვს საერთო პოზიციები ამასთან დაკავშირებით გამოხატული.
მე ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ თითქმის 2-წლიანი მოლაპარაკების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო და ქვეყანათაშორისი ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80%-ზე შეთანხმდნენ. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს ხელი მოეწერა იმ დებულებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. მთელი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერაცია გახლავთ რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ის თემა, რომელსაც ჩვენ ვთვლით პრიორიტეტად ჩვენი მთავრობისა. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტის გზაგასაყარზე, რომელიც სომხეთის მთავრობამ შექმნა და რომელიც პირველ რიგში გავუზიარე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თბილისში კონფერენციის დროს.
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბენეფიციარები ამ მშვიდობისა არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო და თურქეთი. ასევე, ირანიც მიიღებს სარგებელს. ამიტომ ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ თქვენი წვლილიც იყო შეტანილი. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს განხორციელებული წვლილი რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად", — განაცხადა ფაშინიანმა.
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
კომენტარები