ვინ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საქართველოში? რას ფიქრობს ხალხი?
2013 წლის 20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და, მისივე განცხადებით, პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ივანიშვილი კვლავ გააგრძელებდა მთავრობის საქმიანობაში არაფორმალურ ჩარევას, ჯერ კიდევ მისი თანამდებობიდან წასვლამდე დაიწყო და კვლავ გრძელდება.
პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი კულუარებიდან აძლევს მითითებებს ქართულ ოცნებას, ხოლო სხვები თვლიან, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი პოლიტიკას მართლაც ჩამოშორდა. სანამ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები ბჭობენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ ჩართულია ქვეყნის მართვაში, ამგვარი არაფორმალური მონაწილეობა კი ხალხისთვის მიუღებელია.
CRRC-საქართველოსა და NDI-საქართველოს მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგები გვიჩვენებს, რომ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. ყურადსაღებია, რომ აღნიშნული მოსახლეობის აღქმაა და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რეალურ ვითარებას. არც ერთ ძირითად დემოგრაფიულ ჯგუფში (სქესის, ასაკის, განათლების დონის მიხედვით, ან სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტების მოსახლეობას შორის) არ ჭარბობს მათი წილი, ვინც საპირისპირო მოსაზრებას იზიარებს. ამასთან, მოსახლეობის 56% ისურვებდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს, სხვა მხრივ, მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ეკავოს ოფიციალური თანამდებობა და, შესაბამისად, ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს. მხოლოდ 7%-თვის იქნებოდა მისაღები ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური ჩართულობა საქართველოს მართვაში.
საინტერესოა, რომ ისინი, ვინც აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, უფრო ხშირად თვლიან, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირად. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობისთვის სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საერთოდ არ იღებდეს მონაწილეობას, ხოლო ოცნების მხარდამჭერთა 43%-ს მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული, როგორც ოფიციალური პირი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე შემცირდა ქართული ოცნების იმ მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელთათვის სასურველია, ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და თან ოფიციალური თანამდებობა ეკავოს (იხ. დიაგრამა).
პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ასეთი განსხვავებები მოსალოდნელია. თუმცა, როგორც ვხედავთ, თავად ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის მისაღები ივანიშვილის არაფორმალური ჩართვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შენიშვნა: პოლიტიკური სიმპათიების შესახებ კითხვა შემდეგი სახით დაისვა: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? ამ კითხვაზე მიღებული პასუხების საფუძველზე მოსახლეობა პირობითად დაჯგუფებულია როგორც ქართული ოცნების ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.
მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არაფორმალური მმართველობა ცალსახად მიუღებელია. საქართველოს მოსახლეობა, ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის თუ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ფიქრობს, რომ თუ ადამიანი პოლიტიკიდან წავა, ის აღარ უნდა ახდენდეს გავლენას მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ეს შედეგები მიუთითებს, რომ დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები, კერძოდ კი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ხალხისთვის მნიშვნელოვანია. პოლიტიკოსებისთვისაც ამის გათვალისწინება ანალოგიურად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
CRRC-საქართველოს მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები არ გამოხატავს On.ge-ის, CRRC-საქართველოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ან სხვა მათთან დაკავშირებული ინსტიტუციის შეხედულებებს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები