რამ გამოიწვია თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაციება?
ამ სტატიის დაწერიდან მალევე, 21 აგვისტოს, OC-Media-ს ჟურნალისტი, ბაჰრუზ სამადოვი დააკავეს, ხოლო 23 აგვისტოს ქვეყნის ღალატში დასდეს ბრალი, რაც 12-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო: oc-media
იმის მიუხედავად, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს "ძმურ" ქვეყნებს უწოდებდნენ, ისრაელი-ღაზას ომმა ორი ქვეყანა ერთმანეთს დააშორა.
ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაციება, სავარაუდოდ, დიდ შეშფოთებას გამოიწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და რომელთაც სმენიათ რიტორიკა "ორი ქვეყანა", მაგრამ "ერთი ერი".
გაოცებას ისიც იწვევს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის რადიკალური გაუცხოების მიზეზი თურქეთის პალესტინისადმი უპირობო მხარდაჭერაა — განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელიც ამ სიტუაციაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.
ამის მაგალითად ივლისში თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის, განცხადებაც შეიძლება მოვიყვანოთ. მან თქვა, რომ თურქეთს გადამწყვეტი როლი ჰქონდა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომში. განცხადებამ აზერბაიჯანში უკმაყოფილება გამოიწვია. ერდოღანმა ეს განცხადება ისრაელი-პალესტინას კონფლიქტის ფონზე გააკეთა. მისი თქმით, თურქეთსაც გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია მიმდინარე კონფლიქტში და პალესტინა და აზერბაიჯანი მოიხსენია, როგორც ერთნაირად დაჩაგრული ერები.
ერდოღანის ნათქვამი ნაწილობრივ დისკომფორტის შემცველი იყო, რადგან მან სადავო გახადა აზერბაიჯანის ნარატივი ომის თემაზე და ის, რომ
"მონოპოლია გამარჯვებაზე მაღლა დგას".
აზერბაიჯანელების გაღიზიანება არა მხოლოდ ერდოღანის, არამედ თურქეთის პალესტინისადმი მხარდაჭერამ გამოიწვია. ერდოღანის განცხადებიდან მალევე, თურქეთმა (ისრაელის მიერ მოკლული) ჰამასის ლიდერის — ისმაილ ჰანიეს მკვლელობის დღე გლოვის დღედ გამოაცხადა — ანუ გამოხატა ის სენტიმენტები, რომელსაც აზერბაიჯანელი საზოგადოება არ იზიარებს.
აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ურთიერთობის ამბავი
თურქების უმრავლესობისთვის, აზერბაიჯანს ისრაელისადმი პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო პალესტინას შეზღუდულ მხარდაჭერას უცხადებს. ამას ადასტურებს ამ საკითხზე საჯარო ღონისძიებების და დებატების არ არსებობა. აზერბაიჯანელების მხრიდან პალესტინისადმი დამოკიდებულება, თურქებისგან განსხვავებით, რაციონალური თვითინტერესის საკითხია.
მაშინ, როცა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის საომარი მოქმედებები საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყო, აზერბაიჯანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ებრაელებს არასოდეს გაუზიარებიათ ერთმანეთის მიმართ ნეგატიური განწყობები. აზერბაიჯანში ებრაელთა ჯგუფი წითელ სოფელში ცხოვრობს, სადაც მთის ებრაელთა საზოგადოება ორასი წელია ბინადრობს.
ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რატომაც მუსლიმი აზერბაიჯანელების უმრავლესობას ებრაელებისა და ისრაელის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 1988-1994 წლების მთიანი ყარაბაღის ომია.
1992 წელს, ალბერტ აგარუნოვი — ეთნიკურად ებრაელი, შუშას კოშკის დაცვაში გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ აგარუნოვი არ იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ინტერვიუში, რომელიც იმავე წლით თარიღდება, ჰკითხეს:
"რამ გადააწყვეტინა აზერბაიჯანული მიწების დაცვა". მან უპასუხა, რომ ის "იცავდა თავის სამშობლოს და მზად იყო ბოლომდე ებრძოლა".
ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ხალხში. აზერბაიჯანელების წარმოდგენებში ის კეთილ ებრაელად იქცა, რომელიც მოკლული იქნა "მეგობარი-მტრის" მიერ, რომელიც გამსჭვალული იყო ანტი-სომხური ანტაგონიზმით და საკრალური ერთგულებით აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ.
ამ ემოციური კავშირების გარდა, ისრაელმა მატერიალური წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის სამხედრო მიღწევებში. ისრაელის სამხედრო დახმარებამ დიდი როლი ითამაშა აზერბაიჯანის გამარჯვებაში 2020 და 2023 წლების მთიანი ყარაბაღის შეტაკებებში.
ამის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი ნავთობს აწვდის ისრაელს და ავიწროებს ირანის მომხრე შიიტ დისიდენტებს, ანუ ისლამისტურ ექსტრემიზმს.
პანთურქული ანტიარაბიზმი
აზერბაიჯანის პოზიციონირებაზე ასევე მოქმედებს არაბული სახელმწიფოებისა და კულტურისადმი დამოკიდებულება.
განსაკუთრებით 2020 წლის ომიდან მოყოლებული, ქვეყანა პანთურქული იდეებით იყო გაჯერებული. პრეზიდენტმა ალიევმა 2024 წლის საინაუგურაციო სიტყვაში თქვა, რომ აზერბაიჯანი იყო თურქული ქვეყანა და თურქული სამყაროს ნაწილი.
პანთურქულმა და პანეროვნულმა ტურანისტულმა იდეებმა, 1990 წლიდან აზერბაიჯანის თვითშეფასებაში უდიდესი კვალი დატოვა.
ამ იდეების მიუხედავად, აზერბაიჯანს სჯერა, რომ მათთან ისლამი არაბების ძალდატანებით შემოვიდა. თურქეთში მსგავსი შეხედულებები ძალიან მწირია, ხოლო აზერბაიჯანში ეს ნარატივი საბჭოთა კავშირის დროიდან ისწავლებოდა. სწორედ მაშინ, როდესაც მითების გამოგონებით, რუსული ენის გავრცელების და ანტი-რელიგიური სეკულარიზაციის პოლიტიკას ატარებდნენ.
მაგალითად, ბაბაკი, ნეო-ზოროასტრიზმის ლიდერი, რომელიც რეგიონში არაბების საწინააღმდეგო მოძრაობას მართავდა, საბჭოთა აზერბაიჯანის ისტორიის წიგნში წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ისევე, როგორც 1989 წლის ცნობილ ფილმში. ეს ყველაფერი იმის დასამტკიცებლად, რომ აზერბაიჯანელები დასაბამიდან თავიანთი ტერიტორიის რეალური წარმომადგენლები იყვნენ.
აზერბაიჯანის ისრაელის სასარგებლოდ პოზიციონირების საბოლოო მიზეზს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მივყავართ.
აზერბაიჯანელების უმეტესობას სწამს, რომ პალესტინელები მხარს უჭერდნენ სომხებს, განსაკუთრებით ბოლო პალესტინელი ლიდერი, იასირ არაფატი. "სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო არმიამ" დააორგანიზა თურქ დიპლომატებზე თავდასხმა და აზერბაიჯანში ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნიეს. სამხედრო ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მონტე მელქოიანი პირველ მთიანი ყარაბაღის ომში დაიღუპა და აზერბაიჯანში ომის დანაშაულთან დაკავშირებით იყო ბრალდებული.
საბოლოო ჯამში, კონფლიქტმა, მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია ერდოღანის, როგორც აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირის აღქმაში.
პასუხი ერდოღანს
1-ლ აგვისტოს, ერდოღანის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ოფიციალური სამთავრობო გამოცემა Azerbaijan-მა გამოაქვეყნა დე ფაქტო პასუხი. სტატიის სახელწოდება იყო:
"ყარაბაღის გამარჯვების ავტორი გამარჯვებული მთავარსარდალი და აზერბაიჯანის არმიაა".
სტატიაში მოყვანილია ერდოღანის განცხადება, რომელიც აზერბაიჯანში ფართოდ გავრცელებულ მეტაფორას იყენებს: "წყლის ჩასხმა სომხური წყლის წისქვილში". (სადაც ცნობილი გამოთქმის მიხედვით, სიტყვა "მტერი", სავარაუდოდ, სომხეთითაა ჩანაცვლებული — მთარგმნელის შენიშვნა).
სტატიაში საუბარი იყო ხალხის, არმიის ერთიანობაზე და აზერბაიჯანის პრეზიდენტის როლზე გამარჯვების მიღწევაში. ავტორმა ასევე შეახსენა მკითხველებს რამდენიმე კარგი საქმის შესახებ, რაც აზერბაიჯანმა თურქეთს გაუკეთა. მაგალითად, როგორ გაუწია დახმარება თურქეთის ერთ-ერთ ქალაქს კაჰრამანმარას მიწისძვრის დროს და იმის მტკიცებით რომ "ძმობა მოითხოვს საერთო ვალდებულებებს", მოიწვია თურქული კომპანიები იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღში ემოქმედათ.
როდესაც ასეთი განხეთქილებებს მეტად გამწვავება ემუქრება, აზერბაიჯანის კავშირი თურქეთთან, სავარაუდოდ, პრაგმატული და პრაქტიკული დარჩება, რაც აზერბაიჯანის ევროკავშირისადმი დამოკიდებულის მსგავსია, როცა "განსაკუთრებული ძმობა" აღარ არის ხოლმე საჭირო და ორი ქვეყანა თავ-თავის გზას ირჩევს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები