საქართველო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე — საქართველოს ბანკი პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
სულ მალე, 28 აგვისტოს პარიზის პარალიმპიური თამაშები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც სპორტის 22 სახეობაში 4400 პარასპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
მოდით გადავხედოთ პარალიმპიადის ისტორიას
1944 წელს ინგლისში ხერხემლის ტრავმების ცენტრი დაარსდა, რომლის ხელმძღვანელიც ექიმი ლუდვიგ გუტმანი იყო. მან მკურნალობის პროცესში ახალი მიდგომა დანერგა – რეაბილიტაცია სპორტის ჩართულობით. მალევე, სპორტით რეაბილიტაცია შეჯიბრებებში გადაიზარდა – სხვადასხვა პალატის წარმომადგენლები ერთმანეთს სარეაბილიტაციო სახეობაში პირველობისთვის ხვდებოდნენ.
1952 წელს, ინგლისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ინგლისელების გარდა, ნიდერლანდების წარმომადგენლებმაც მიიღეს. ნელ-ნელა პარასპორტის სახეობები უფრო მეტად პოპულარული გახდა და 1960 წელს მსოფლიომ პირველი პარალიმპიური თამაშებიც იხილა, რომელშიც 23 ქვეყნის 400-მა პარასპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
1960 წლიდან, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პარალიმპიური თამაშები იწყება.
საქართველო პარალიმპიადაზე
საქართველომ პარალიმპიადაში მონაწილეობა პირველად 2008 წელს, პეკინში მიიღო. მაშინ ჩვენი დელეგაცია ჩინეთში მხოლოდ ერთი სპორტსმენით წარდგა. იაგო გორგოძემ პარაწოლჭიმში იასპარეზა და მე-8 ადგილი დაიკავა.
ამის შემდეგ, საქართველოს პარალიმპიური თამაშები არ გამოუტოვებია. 2012 წელს ლონდონში ორი სპორტსმენით წარვდექით, 2016 წელს რიოში ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა იასპარეზა, 2020 წელს ტოკიოში კი -13-მა მონაწილემ.
ქართველი პარასპორტსმენების მიღწევები პარალიმპიადაზე
საქართველომ პარალიმპიურ თამაშებზე მედალი პირველად 2016 წელს მოიპოვა. რიოში ზვიად გოგოჭურმა, პარაჯუდოში, -90კგ წონით კატეგორიაში ყველას აჯობა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჯერ-ჯერობით ეს შედეგი ისტორიულია, რადგანაც გოგოჭური ერთადერთი პარასპორტსმენია საქართველოდან, ვინც პარალიმპიადა მოიგო.
ასევე, საქართველოს პარალიმპიურ თამაშებში სამი პრიზიორი, სამივე ვერცხლის მედლის მფლობელი ჰყავს – ნინო თიბილაშვილი (ეტლით ფარიკაობა), ინა ქალდანი (პარაჯუდო), რევაზ ჩიკოიძე (პარაჯუდო). სამივე მათგანმა ამ წარმატებას ტოკიოს პარალიმპიადაზე მიაღწია.
საქართველო 2024 წლის პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე
2024 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 14 ქართველი პარასპორტსმენი პარასპორტის 6 სახეობაში მიიღებს. მათ შორის არიან:
ნინო თიბილაშვილი
ეტლით ფარიკაობა
ნინო თიბილაშვილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პარასპორტსმენია. პარიზში გასამართი პარალიმპიადა მისთვის რიგით მეორე იქნება, რადგან მან, ტოკიოშიც იასპარეზა, სადაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
2019 წლიდან დღემდე, ნინო საერთაშორისო ტურნირებში იღებს მონაწილეობას. ის მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის რამდენიმეგზის პრიზიორია.
ირმა ხეცურიანი
ეტლით ფარიკაობა
ირმა ხეცურიანი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტლით მოფარიკავეა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რიოსა და ტოკიოს პარალიმპიადებზე.
ირმა მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონია ინდივიდუალურ თუ გუნდურ ასპარეზობაში. ასევე, ის მსოფლიო თასის 21-გზის ოქროს მფლობელია.
ინა ქალდანი
პარაჯუდო, -70კგ
ინა ქალდანი პირველი ქართველი პარასპორტსმენია ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიადაზე, პარაჯუდოში მედალი მოიპოვა. ინამ 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებში იასპარეზა და სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა.
ქალდანმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, 2023 წლის ტოკიოს გრან პრი კი მესამე ადგილით დაასრულა.
ზურაბ ზურაბიანი
პარაჯუდო, -60კგ
ზურაბ ზურაბიანი პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებს.
ზურაბმა 2023 წელს, ევროპის პარაჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი, 2024 წელს კი ჯერ ანტალიის, შემდეგ თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
გიორგი ქალდანი
პარაჯუდო, -70კგ
გიორგი ქალდანი პარაჯუდოში 2019 წლიდან ასპარეზობს. მან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა,დიდი გამოცდილება დააგროვა და წელს პარიზში წარმატების მისაღწევად იბრძოლებს.
გიორგი ქალდანი 2023 წლის ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებულია. მან 2023 წელს ტოკიოს გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა, 2024 წელს კი თბილისის გრან პრი მოიგო.
ლაშა ყიზილაშვილი
პარაჯუდო, -90კგ
ლაშა ყიზილაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია ქართველი პარაჯუდოკებს შორის. ლაშამ 2023 წელს ევროპის პარაჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. წელს კი ანტალიის გრან პრიზე იასპარეზა, საიდანაც სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
ყიზილაშვილი პარალიმპიურ თამაშებში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
რევაზ ჩიკოიძე
პარაჯუდო, +90კგ
რევაზ ჩიკოიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული პარასპორტსმენია ქვეყნის ისტორიაში. პარაჯუდოში მისი წარმატების ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც მან მსოფლიო თასი და ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2023 წელს კი ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. რევაზი თბილისის, ტოკიოსა და ინდიანას გრან პრების გამარჯვებულია.
ამასთან, ჩიკოიძემ 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გიგა ოჩხიკიძე
პარამძლეოსნობა, ბირთვის კვრა
გიგა ოჩხიკიძე, რომელიც პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებს, პარიზის პარალიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. 2022 წლამდე, გიგა მკლავჭიდით იყო დაკავებული, თუმცა, ბოლო ორი წელია რაც პარამძლეოსნობაში გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში მსოფლიო ჩემპიონია, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის პარიზში მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
დავით ქავთარაძე
პარამძლეოსნობა, შუბის ტყორცნა
დავით ქავთარაძე ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პარასპორტსმენია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე კარიერაში მეორედ იასპარეზებს.
საინტერესოა, რომ წელს ქავთარაძეს შუბის ტყორცნაში ვიხილავთ, თუმცა 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე ის სიგრძეზე ხტომაში გამოდიოდა.
ანა ჯაფარიძე
პარატაეკვანდო
ანა ჯაფარიძე პარალიმპიური თამაშების დებიუტანტია. მან 2023 წელს ევროპის პარაჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ანასთვის 2024 წელი წარმატებულია – ჯერ სოფიაში გამართული სალიცენზიო ტურნირი მოიგო, შემდეგ კი ოქროს მედალს სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიოს ღია პირველობაზე დაეუფლა.
ლია ჩაჩიბაია
პარატაეკვანდო
ლია ჩაჩიბაია ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ქალი პარასპორტსმენია. მან 2016 წელს რიოში ცურვის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, წელს კი პარატაეკვანდოში ვიხილავთ.
ლია ევროპის პარაჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ღია შეჯიბრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
გიორგი ნიკოლაძე
პარატაეკვანდო
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრების მესამე წარმომადგენელი გიორგი ნიკოლაძე იქნება, რომელიც 70კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
გიორგიმ, 2023 წელს, ევროპის პარაჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, 2024 წელს მოიგო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი სოფიაში, სერბეთში კი ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ვლადიმერ ჭინჭარაული
პარასროლა
ვლადიმერ ჭინჭარაული გამოცდილი პარალიმპიელია. მან 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე იასპარეზა, ამის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა.
აკაკი ჯინჭარაძე
პარაწოლჭიმი
აკაკი ჯინჭარაძე პარიზში ერთ-ერთ ფავორიტის სახელით ჩადის. აკაკიმ 2023 და 2024 წლებში მსოფლიო თასი მოიგო და ქართული პარასპორტის ისტორია დაწერა.
ჯინჭარაძემ პარალიმპიურ თამაშებზე ორჯერ იასპარეზა - 2016 წელს, რიოში მან მე-9 ადგილი დაიკავა, 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადა კი მეოთხე პოზიციით დაასრულა.
აკაკი, წელს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მედროშეა.
სპორტის სახეობები | ქართველები პარიზის პარალიმპიადაზე
ეტლით ფარიკაობა – ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი
პარაჯუდო – ინა ქალდანი, ზურაბ ზურაბიანი, გიორგი ქალდანი, ლაშა ყიზილაშვილი, რევაზ ჩიკოიძე
პარამძლეოსნობა – გიგა ოჩხიკიძე, დავით ქავთარაძე
პარატაეკვანდო – ანა ჯაფარიძე, ლია ჩაჩიბაია, გიორგი ნიკოლაძე
პარასროლა – ლადო ჭინჭარაული
პარაწოლჭიმი – აკაკი ჯინჭარაძე
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ ქართველი პარალიმპიელების წარმატებები და სხვა საინტერესო ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.
-
პროკრედიტ ბიზნესი: ლაგვანის მარნის ისტორია პროკრედიტ ბიზნესი: ლაგვანის მარნის ისტორია
-
ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
გადახედვა
-
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები