რუსულმა პოლიციამ დევნილი ჩერქეზი აქტივისტის მშობლების სახლში რეიდი მოაწყო
რუსულმა პოლიციამ ჩერქეზი აქტივისტის მშობლების სახლში რეიდი ჩაატარა, ასევე, ისინი დაკითხა და ჩამოართვა მობილური ტელეფონები.
ფოტო: OC Media
19 ივლისს, კასე კიკმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, განაცხადა, რომ პოლიციამ ყარაჩაი-ჩერქეზეთში, მისი მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მათ ტელეფონები ჩამოართვა, რაც, აქტივისტის თქმით, "არალეგალური და არასანქცირებულია".
კიკმა თქვა, რომ ჩხრეკა FSB-მ და ადგილობრივმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა ჩაატარეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ადრე, ომამდე, FSB-ის ოფიცრები ჯერ კიდევ ფორმალურად აკვირდებოდნენ საპროცესო კანონმდებლობის დაცვას, ახლა მათ უარი თქვეს ყველა ფორმალობაზე და იქცევიან, როგორც ფორმიანი ბანდიტები", — განუცხადა მან OC Media-ს.
კიკმა დასძინა, რომ მის მშობლებს არ წარუდგინეს ოფიციალური დოკუმენტები ჩხრეკის, ან ნივთების ჩამორთმევის შესახებ.
"განხორციელდა ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც, წამების გარდა, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ“, — თქვა კიკმა.
მან აღნიშნა, რომ რეიდს განიხილავს, როგორც დაშინების ფორმას, სხვა აქტივისტების, ან ადამიანების მიმართ, რომლებიც გულშემატკივრობენ მის საქმიანობას.
კიკი არის ჩერქეზული კონგრესის დამფუძნებელი და გაერთიანებული ჩერქეზეთის საბჭოს წევრი. საბჭო დაარსდა იმ მიზნით, რომ ემუშავა "დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის მიზნისთვის".
საბჭომ, ასევე, ცოტა ხნის წინ მიმართა რამდენიმე ქვეყანას, ეღიარებინათ რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში ჩადენილი გენოციდი და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზების მასობრივი დეპორტაცია.
"ნათესავებისა და ახლობლების ფსიქოლოგიური წამების გზით ხდება ზეწოლა და შანტაჟი ჩემზე და [სხვა] აქტივისტებზე. მე არ ვარ პირველი და არც უკანასკნელი ვიქნები ამ მხრივ. ჩვენ უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს", — განუცხადა მან OC Media-ს.
კიკი ადრე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ჩერკესკში, 2022 წლის მაისში, მან კარაოკე ბარში უკრაინული სიმღერა მოითხოვა.
ის ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ აწამა და სცემა, რათა ეღიარებინა, რომ კავშირები ჰქონდა უკრაინასთან, თურქეთთან, აშშ-სთან და რუსეთში ოპოზიციურ მოძრაობებთან.
აპრილში ჩერქეზთა კონგრესი შეუერთდა სხვა ჩერქეზული ორგანიზაციების მიმართვას, რომელიც მოუწოდებდა ჩერქეზებს, არ შეერთებოდნენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
2023 წელს ყარაჩაი-ჩერქეზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიკი დაადანაშაულა რუსული არმიის დისკრედიტაციაში და მოითხოვა მისი პასუხისგებაში მიცემა. საქმე ჩერკესკის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმამ" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმამ" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
კომენტარები