სომხეთმა და ბელორუსმა, დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე, ელჩები გაიწვიეს
ფოტო: primeminister.am
სომხეთმა და ბელორუსმა თავიანთი ელჩები გაიწვიეს, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ ეწვევა ბელორუსს, ვიდრე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება. მიზეზი კი მთიანი ყარაბაღის მეორე ომში ლუკაშენკოს მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერაა.
ელჩები ერევანმა და მინსკმა კონსულტაციებისთვის გასულ კვირას, ხუთშაბათს გაიწვიეს.
"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მონაწილეობდა 44-დღიანი ომის მომზადებაში, რომ ამხნევებდა, რომ სჯეროდა და სურდა აზერბაიჯანის გამარჯვება. ამის შემდეგ უნდა წავიდე და დავჯდე ბელორუსის პრეზიდენტთან, CSTO-ს ფორმატში და განვიხილო რაიმე საკითხი?”, — განაცხადა ფაშინიანმა.
ის, სავარაუდოდ, გულისხმობდა ლუკაშენკოს განცხადებებს, რომლებიც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ბაქოში შეხვედრისას გააკეთა. ლუკაშენკომ თქვა, რომ აზერბაიჯანს უჭერდა მხარს 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომში.
”მე გამახსენდა ჩვენი საუბარი ომამდე, თქვენს განმათავისუფლებელ ომამდე, როდესაც ჩვენ ორნი ვსაუბრობდით ლანჩის დროს", — თქვა ლუკაშენკომ. "მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ ომის მოგება შესაძლებელი იყო. ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამარჯვების შენარჩუნება”.
ბელორუსმა ფაშინიანის განცხადება უარყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანატოლი გლაზმა ახსენა სომხეთში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობა და თქვა, რომ ადამიანებს "სხვადასხვა რეაქცია აქვთ სერიოზულ ემოციურ სტრესზე“.
"ჩვენ ამისი გაგება შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ არ გვესმის — რა შუაშია ბელორუსი?", — თქვა მან და დასძინა, რომ მინსკი არ აპირებს ერევანთან ურთიერთობების "გაუარესებას", "რაც არ უნდა აიძულონ გარე მოთამაშეებმა სომხეთის ხელმძღვანელობა, ამისკენ ნაბიჯები გადადგან".
"ჩვენ არასდროს არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი მეგობრების დასაზიანებლად, არ ვერევით საშინაო საქმეებში, პატივს ვცემთ სომეხ ხალხს და გულწრფელად ვუსურვებთ მათ ჰყავდეთ ლიდერები, რომლებიც ნამდვილად იფიქრებენ ქვეყნის მომავალზე და ხალხის კეთილდღეობაზე", — თქვა გლაზმა.
ამის საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მინსკს, სომხეთის საშინაო საქმეებზე კომენტარების გამო.
"უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მომავალზე მოაზროვნე ხელმძღვანელობის სურვილების გამოხატვისას, თავად უნდა ჰყავდეს ასეთი ხელმძღვანელობა. ბელორუსის შემთხვევაში, ეს, ამჟამად, ნამდვილად ფუფუნებაა".
სომხეთიც და ბელარუსიც არიან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციის CSTO-ს წევრები. სომხეთი აპირებს ორგანიზაცია დატოვოს, რადგან აზერბაიჯანის თავდასხმების დროს მათ დასაცავად არაფერი გაუკეთებიათ.
ხუთშაბათს საღამოს, მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ გაიწვია თავიანთი ელჩები, Politico-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეფუძნება გაჟონილ დოკუმენტებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი ბელორუსიდან აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის სავარაუდო მიწოდება, 2018-2022 წლებში.
ამ პერიოდში, აზერბაიჯანმა დაიწყო მეორე მთიანი ყარაბაღის ომი და სამხედრო გამარჯვებით დაასრულა, 2023 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის შემდეგ.
რამდენიმე დიდი შეტაკება მოხდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე 2021 და 2022 წლებში, როდესაც აზერბაიჯანმა მოიპოვა კონტროლი სომხეთის შიგნით 150 კვადრატულ კილომეტრზე.
პარასკევს სომხეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბელორუსმა აზერბაიჯანს 120 მილიონ დოლარად მიჰყიდა რამდენიმე სარაკეტო საარტილერიო სისტემა "პოლონეზი“.
ერევნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონულმა ცენტრმა აღნიშნა, რომ "2018 წლამდე ბელორუსის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და არსებობდა ეჭვი, რომ ეს შესყიდვები გაგრძელდა".
მათ ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა იცოდა იარაღის გადაცემის შესახებ — იარაღი სწორედ რუსეთის ტერიტორიის გავლით შედიოდა აზერბაიჯანში.
2022 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კმაყოფილი იყო CSTO-ს ქვეყნებთან კავშირებით და თქვა, რომ ამ ორგანიზაციაში აზერბაიჯანის მეგობრების რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე სომხეთის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები