სამხრეთ ოსეთში "პრეზიდენტის" პარტიამ გაიმარჯვა — რა ვიცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული "არჩევნების" შესახებ
ფოტო: OC Media
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
სამხრეთ ოსეთში, პრეზიდენტ ალან გაგლოევის პარტია ნიხასმა საპარლამენტო არჩევნები მოიგო და 34-მანდატიან პარლამენტში მინიმუმ 13 ადგილი მოიპოვა.
სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ცნობით, ოფიციალური მონაცემებით, კვირას, თითქმის 22 000 ადამიანი მივიდა არჩევნებზე.
ორშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტია ერთიანი ოსეთი პირველ ადგილზე გავიდა, 31,5%-ით, ნიხასმა ხმების 30,6% მოიპოვა. სახალხო პარტია, რომელიც ადრე ნიხასთან კოალიციაში იყო, მესამე ადგილზე გავიდა 16%-ით, ხოლო კომუნისტურმა პარტიამ გადალახა 7%-იანი ბარიერი. ნიხასმა მაჟორიტარულ ოლქებში მეტი ადგილი მოიპოვა.
საპარლამენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში ტარდება შერეული სისტემით, პარლამენტის 34 დეპუტატის ნახევარი აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო მეორე ნახევარი — მაჟორიტარულით.
ერთმანდატიანი ოლქებიდან გაერთიანებული ოსეთის კანდიდატებმა მხოლოდ ერთ ოლქში გაიმარჯვეს.
ნიხასმა გამარჯვება მოიპოვა ოთხ ოლქში, კიდევ სამი დეპუტატი, რომლებიც დამოუკიდებლად იყრიდნენ კენჭს, არჩევნების შემდეგ პარტიას შეუერთდნენ. რადიო თავისუფლება წერს, რომ შესაძლოა, ეს ნაბიჯი რამდენიმე სხვა დამოუკიდებელმა დეპუტატმაც გადადგას.
არჩევნებში შვიდმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, ოთხმა გადალახა პარლამენტში შესვლის ბარიერი. თუმცა, კენჭისყრამდე რამდენიმე პარტიას და კანდიდატს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
არჩევნები, როგორც არალეგიტიმური აქტი, დაგმეს საქართველომ, აშშ-მა, ევროკავშირმა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ.
ვინ ვინ არის
ნიხასის ლიდერი ალან გაგლოევი, ყოფილი დაზვერვის ოფიცერი, ხელისუფლებაში 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოვიდა და დაამარცხა მაშინ მოქმედი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.
ბიბილოვი და მისი პარტია ერთიანი ოსეთი მას შემდეგ ოპოზიციაში რჩებიან.
2022 წლის დასაწყისში, ბიბილოვი უკრაინასთან საბრძოლველად მოხალისედ წავიდა.
რუსეთისთვის მებრძოლი სამხრეთ ოსების მხარდაჭერა პარტიის საარჩევნო კამპანიის მთავარი აქცენტი გახდა. მაგალითად, ფრაქცია ერთიანმა ოსეთმა პარლამენტში წამოაყენა წინადადება, უკრაინაში მებრძოლი პირებისთვის, რომლებიც საარჩევნო კანდიდატებად დარეგისტრირდებოდნენ, წესები შემსუბუქებულიყო.
მოქმედი წესების თანახმად, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ სამხრეთ ოსეთში, ამასთან, წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ არ უნდა ჰქონდეთ გატარებული 90 დღეზე მეტი. საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის სავალდებულოა 10-წლიანი ბინადრობა. ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში მებრძოლი კანდიდატების დახმარებას, ბევრმა აღიქვა როგორც გზა, რათა ბიბილოვს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის საშუალება მისცემოდა.
პარტია ერთიანი ოსეთი, ასევე, ითხოვდა დონბასში საარჩევნო უბნების გახსნას, რათა ფრონტზე მყოფ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონოდათ. პარტიის წევრი ალან ტადტაევი ამტკიცებდა, რომ ეს, დაახლოებით, 1500 ადამიანს შეეხებოდა.
თუმცა, ასეთი საარჩევნო უბანი არ გახსნილა. უფრო მეტიც, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, არცერთი უბანი არ გახსნეს აფხაზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში კი — მხოლოდ ერთი.
საარჩევნო კამპანიისას მოულოდნელი იყო სახალხო პარტიისა და ალანიის პატრიოტების გაერთიანება. პარტიას არჩევნებში ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე და რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი ძამბოლატ თედეევი ხელმძღვანელობდა.
შერწყმის შედეგად, სახალხო პარტია ბევრმა წევრმა დატოვა. პარტიას უკავშირებდნენ ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს და მის მხარდამჭერებს, კოკოითი და თედეევი დიდი ხნის პოლიტიკური მეტოქეები არიან.
იმ პარტიებს შორის, რომელსაც არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არის პარტია სამართლიანობა. თებერვალში, პარტიის სამ ლიდერს — გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ისეთი მოქმედებებისთვის, რომელიც "მიზნად ისახავდა რუსეთის სახელმწიფო საზღვართან სამხედრო პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას". სამივე მათგანს აეკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამები ერთმანეთს ემთხვეოდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის ყველა ძირითად პუნქტთან დაკავშირებით.
თუმცა, კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატების დროს, გამოიკვეთა განსხვავებების ერთი სფეროც — რუსეთსა და საქართველოს შორის გზის შესაძლო გახსნა, სამხრეთ ოსეთის გავლით.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების რამდენიმე შეხვედრა. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანზე საუბარი იყო რუსეთიდან საქართველოში, სამხრეთ ოსეთის გავლით, გზის გახსნაზეც.
კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატების დროს, ალან ტადტაევმა, პარტია ერთიანი ოსეთის წევრმა, ამ საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდა.
"შეიძლება თუ არა ამ გზის გახსნა ახლა, ვიდრე მეზობლები არ სახელმწიფოდ გვცნობენ და არ მოაწერენ ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ კანონს? უნდა დადგეს თუ არა ეკონომიკა ჩვენს ტკივილზე მაღლა?" — იკითხა მან.
დებატების ერთადერთი მონაწილე სახალხო პარტიიდან სერგეი ხარებოვი იყო, მან ეს არ გამორიცხა.
"როგორ გეგმავთ სამუშაო ადგილების შექმნას?“ — ჰკითხა მან. "ერთის მხრივ, სანამ საქართველო არ გვაღიარებს და არ მოაწერს ხელს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რთულია ამ საკითხზე საუბარი, მეორე მხრივ, თუ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე... როგორ განვავითაროთ იგი?“
"მე არ ვამბობ, რომ გზა სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, მაგრამ ამაზე უნდა ვიფიქროთ და სამომავლოდ ვიმსჯელოთ“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ პოზიციის გამო კრიტიკას ელის.
იდეასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა ყველა სხვა კანდიდატმა და უპირველეს მიზეზად, უსაფრთხოება დაასახელეს. შემდგომ დებატებზე სახალხო პარტიამ კვლავ წამოჭრა ეს საკითხი, პარტიის წევრმა პიოტრ გასიევმა გზას უწოდა არა მხოლოდ გზა "საქართველოსკენ", არამედ "გზა ამიერკავკასიისა და დასავლეთ აზიისაკენ".
"მე არ ვიყენებ კონკრეტულად ტერმინს "გზა საქართველოსკენ“, რადგან ეს არის მანიპულაცია მათ მიერ, ვისაც სურს შეცდომაში შეიყვანოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა“, — განაცხადა გასიევმა.
ეს კითხვა დაისვა მაჟორიტარული ოლქების კანდიდატების დებატების დროსაც.
კანდიდატი ოლეგ კოზაევი, რომლის ემოციური გამოსვლები ინტერნეტ-მემეებად იქცა, გზის გახსნის იდეას სასტიკად აპროტესტებდა — დაიმუქრა, რომ ენას მოჰკვეთდნენ ყველას, ვინც ამაზე ისაუბრებდა. კოზაევმა საკუთარ ოლქში უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა.
-
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
კომენტარები