როგორ ჩატარდა არალეგიტიმური ხმის მიცემის პროცესი სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში — DRI-ის კვლევა
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) თქმით, 9 ივნისს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჩატარებისას, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობას, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებს და საარჩევნო უბნებზე უცნობი ამომრჩევლების ორგანიზებულად მიყვანას.
დეტალები: DRI წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით:
- ქალაქ ცხინვალში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობას;
- ერთ-ერთ სოფელში, სადაც 30-მდე ადამიანი ორგანიზებულად მიიყვანეს ხმის მისაცემად, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მიყვანილ "ამომრჩეველს" არ იცნობს და მათი თანასოფლელები არ არიან;
- ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე, ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელმა მის მისამართზე დარეგისტრირებული 23 ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩაწერეს;
- პარტია ერთიანი ოსეთის თავმჯდომარე აცამაზ ბიბილოვის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვას;
- საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის ორგანიზებულად მიყვანას უზრუნველყოფდა ძამბოლატ თედეევის სახალხო პარტიაც;
- ახალგორში მმართველი პარტიის ნიხასის კანდიდატის ზაზა დრიაევისთვის ხმის მისაცემად 500-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობას ახალგორთან კავშირი არ აქვს, ჩრდილო ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.
გარდა ამისა,
- ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ახალგორის მოსახლეობას ხმის მიცემა მმართველი პარტია ნიხასის და მისი კანდიდატის ზაზა დრიაევის სასარგებლოდ მოსთხოვეს. "დარწმუნების" მეთოდად გამოიყენებოდა დაშინება და მოსყიდვა;
- ახალგორში რამდენიმე ოჯახს მმართველი პარტიის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, ოჯახის იმ წევრების გადაადგილებისათვის საჭირო დოკუმენტები (3 თვიანი) გადასცეს, რომლებიც ახალგორში ჩასვლას ვერ ახერხებენ;
- კენჭისყრის დღეს, ახალგორის მოსახლეობას სთხოვდნენ ეჩვენებინათ ფოტო მტკიცებულება, რომ ხმა დრიაევსა და პარტია ნიხასს მისცეს. ბევრი მათგანი ფოტოსურათებს პირდაპირ საარჩევნო უბანზე აჩვენებდა პარტიის რაიონული ოფისის ხელმძღვანელს.
DRI წერს, რომ დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "კენჭისყრის დღეს", ამომრჩეველთა აქტივობამ 72,32% შეადგინა.
- ცხინვალში — 65,75%;
- ცხინვალის რაიონში — 70,32%;
- ჯავის რაიონში — 91,40%;
- ზნაურის რაიონში — 94,91%;
- ხოლო ახალგორის რაიონში — 80,62%.
რაც შეეხება ე.წ. რესპუბლიკის გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს, მოსკოვში ხმა 171-მა ადამიანმა მისცა, ხოლო ვლადიკავკაზში — 2634-მა. "საარჩევნო უბანი" არ გახსნილა სოხუმში.
ასევე, დე ფაქტო ცესკოს ბოლო მონაცემებით, 11 ივნისის მონაცემებით, დათვლილია ყველა ბიულეტენი. ბიულეტენების დათვლის შედეგად, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ერთიანი ოსეთი — 31,52%;
- ნიხასი — 30,60%;
- სახალხო პარტია — 16,03%;
- კომუნისტური პარტია — 7,01%;
- ხალხის ერთობა — 4,49%;
- ირი ფარნ — 4,71%;
- ერთობა — 1,98%;
- ყველას წინააღმდეგ — 3,66%.
ბოლო ხაზი: DRI-ის ცნობით, ერთიანი ოსეთის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ ვლადიკავკაზის მონაცემები არ გაუქმდება, სადაც ბათილად იქნა ცნობილი 700-მდე ბიულეტენი, პარტია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამ თემაზე: როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში? — DRI-ის შეფასება
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები