EFCSN მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების შევიწროება
ფოტო: მითების დეტექტორი
მოკლედ: მითების დეტექტორის თანახმად, ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი (EFCSN) გმობს საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ თავდასხმებს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ და მოუწოდებს შეწყვიტოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების შევიწროება.
- EFCSN 27 ქვეყნის 40-ზე მეტ ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელი ორგანიზაციის ასოციაციას წარმოადგენს.
დეტალები: EFCSN-ის მიხედვით, დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმება საჯარო სერვისია, ხოლო მათ ქართველ წევრებს აქვთ მოვალეობა, გადაამოწმონ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები და თუ ისინი მცდარ ინფორმაციას შეიცავს, ამცნონ მოსახლეობას:
- "არც ერთი მთავრობა არ უნდა ცდილობდეს, დააშინოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები, რათა მათ ვეღარ მოახერხონ საკუთარი საქმის შესრულება".
EFCSN წერს, რომ საქართველოს მთავრობის მტკიცება, თითქოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მოსახლეობას ცენზურას უწესებენ მცდარია და მისი მიზანია "ხელი შეუშალოს თავისუფალი პრესის ლეგიტიმურ როლს ძალაუფლების წინაშე ანგარიშვალდებულების შექმნაში".
- განცხადების მიხედვით, ფაქტების გადამოწმების ისეთი ონლაინ ინიციატივები, როგორიც Meta-ს მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამაა, აქტიურია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მათი ეფექტურობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამეცნიერო მტკიცებულებებითაც დასტურდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შევიწროების კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ დროს, როდესაც მთავრობას ხელახლა შემოაქვს რუსული კანონი, რომელიც "შეზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას" და რომლის რეალური მიზანი "დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებაა".
- "განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა უსაფუძვლოდ წარმოაჩენს თავის ქმედებებს ისე, თითქოს ისინი ევროკავშირის სტანდარტებთანაა თანხვედრაში", — წერია განცხადებაში.
EFCSN მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ფაქტ-მეტრისა და მითების დეტექტორის შევიწროება და შეახსენებს მას, რომ EFCSN-ის ვერიფიცირებული წევრები უკვე აკმაყოფილებენ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც არსებობს გლობალურ მედია სექტორში გამჭვირვალობის, ეთიკისა და გამოძიების მეთოდოლოგიის კუთხით.
წინაისტორია: რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ, ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა თუ ანონიმურ გვერდებზე, 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა, სადაც კანონი მანიპულაციურად არის ახსნილი და მიჩქმალულია ზოგადი კონტექსტი.
ხელისუფლების კოორდინირებული კამპანია, რომელიც იყო მანიპულაციური და მოიცავდა მოქალაქის შეცდომაში შემყვან ცნობებს, სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ინფორმაციის გავრცელების საკუთარ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, დაბლოკა.
- შესაბამისად, "გაქრა" პოსტები, რომელსაც მთავრობა მაღალჩინოსნების, პროპაგანდისტული გვერდებისა და ადმინისტრაციული ადამიანური რესურსის გამოყენებით ავრცელებდა.
- ამის შემდეგ, მმართველმა პარტიამ იმ ადგილობრივი ფაქტჩეკერების დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო, რომელიც ფეისბუქთან თანამშრომლობს.
გაიგე მეტი: სად გადაინაცვლა ოცნების პროპაგანდამ Facebook-ზე დაბლოკვის შემდეგ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები