ქვიზი: შეამოწმე, სწორად ინახავ, თუ არა სურსათს
როგორ და სად შევინახოთ სურსათი?
როდის ხდება სურსათი ჯანმრთელობისათვის მავნე?
შენახვის დროს სასურსათო პროდუქტები სხვადასხვა გარდაქმნას განიცდიან. უარესდება სურსათის გარეგანი სახე, გემო, სუნი. თუმცა, პროდუქტის გაფუჭება ყოველთვის ადვილად ამოსაცნობი არ არის. სწორედ ამიტომ, მისი მოხმარებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედებისგან თავი დავიზღვიოთ.
ამავე დროს, შენახვისას სურსათის ხარისხის შესამჩნევი გაუარესება, ყოველთვის მის მავნებლობაზე როდი მიუთითებს. შესაბამისად, სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ რა ტიპის გარდაქმნები ხდება სურსათში შენახვის დროს და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ისეთი სურსათის მოხმარებას, რომელმაც გარკვეული ცვლილება განიცადა.
კვალიფიციურ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ეს ქვიზი დაგეხმარებათ გადაამოწმოთ, რამდენად სწორად ინახავთ სურსათს და რამდენად დაცულები ხართ სურსათის არასწორი შენახვით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.
ქვიზი: შეამოწმე, სწორად ინახავ, თუ არა სურსათს
ტესტის დაწყება1 / 9 რთული შეკითხვით დავიწყოთ: შენი აზრით, რამდენად უვნებელია შენახვის შედეგად დარბილებული ნამცხვრის, ვაფლის, ან ორცხობილის მოხმარება?

Aronne Nembrini/Dribbble
- შენახვის შედეგად დარბილებული ნამცხვრის, ვაფლის ან ორცხობილის ხარისხი გაფუჭებულია, მაგრამ ასეთი პროდუქტი მავნე არ არის
- შენახვის შედეგად დარბილებული ნამცხვრის, ვაფლის ან ორცხობილის მოხმარება ჯანმრთელობისათვის საშიშია
- საშიში არ არის, მაგრამ ასეთი ტკბილეული უფრო ასუქებს
- ტკბილეული ყველა კონდიციაში უსაფრთხოა!

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
2 / 9 დარბილებული ტკბილეული გასაგებია — ამძაღებულ პროდუქტებზე რას იტყოდი?

Art Pages/Dribbble
- ამძაღებული ზეთი, კარაქი, მარგარინი, ყველი საშიშია, მაგრამ ამძაღებულ კაკალს ვერ გადავყრი!
- ამძაღებული ზეთი, კარაქი, მარგარინი, ყველი, კაკალი ხარისხით კი გაფუჭებულია, მაგრამ მავნე არ არის
- ამძაღებული ზეთი, კარაქი, მარგარინი, ყველი, კაკალი ჯანმრთელობისათვის მავნეა
- ოდნავ ამძაღებულს არა უშავს, მთავარია ძალიან არ იყოს...

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
3 / 9 გავაგრძელოთ, როგორ ფიქრობ, დაზიანებული კონსერვი თუა უსაფრთხო?

Jennifer Hines/Dribbble
- კონსერვის ზედაპირის დაზიანება მისი შიგთავსის უვნებლობაზე ზეგავლენას არ ახდენს
- კონსერვის ზედაპირის ძლიერმა დაზიანებამ შესაძლოა მისი შიგთავსის უნვნებლობაზე ზეგავლენა მოახდინოს
- ყველანაირი კონსერვი საზიანოა და არ უნდა ჭამო
- გამიგია, რომ კონსერვი არასდროს ფუჭდება

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
4 / 9 პროდუქტის რამდენჯერმე გაყინვასა და გალღობაზე რას ფიქრობ?

Leyla Velieva/Dribbble
- სურსათი შეგვიძლია რამდენჯერაც გვინდა იმდენჯერ გავყინოთ და გავალღოთ — ეს მის უვნებლობაზე ზეგავლენას არ ახდენს
- რამდენჯერმე გაყინული და გამლღვალი სურსათი ჯანმრთელობისათვის საშიშია

Giphy

Giphy
5 / 9 დაკონსერვებულ პროდუქტებს დავუბრუნდეთ — მათი შენახვის შესახებ რა იცი?

Jennifer Hines/Dribbble
- დაკონსერვებული პროდუქტების ოთახის ტემპერატურაზე შენახვა შეიძლება. ასეთ პირობებში ისინი არ ფუჭდება.
- დაკონსერვებული პროდუქტები აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ. ოთახის ტემპერატურაზე ისინი ფუჭდება.
- თევზის კონსერვი მაცივარში უნდა შევინახოთ, სხვა ყველა ოთახის ტემპერატურაზე
- სასურველია, კონსერვი დავმარხოთ და საჭიროების ჟამს ამოვთხაროთ...

Giphy

Giphy

Giphy
_6604000f6f4bd.gif)
Giphy
6 / 9 ახლა კი სამარადჟამო თავსატეხს მივადექით: თაფლის სწორად შენახვა თუ შეგიძლია?

Standpoint/Dribbble
- თაფლი თავდახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში თუ ინახება, საუკეთესო თვისებებს დიდხანს შეინარჩუნებს
- თაფლი აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ
- თაფლი ფუტკრებთან, სკაში უნდა შევინახოთ და როცა დაგვჭირდება, მაშინ ამოვიღოთ
- თაფლის შენახვა არ შეიძლება, მალფუჭებადი პროდუქტია

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
7 / 9 თუ მაცივარში შენახული შოკოლადი თეთრი ნაფიფქით დაიფარა, რას გააკეთებ?

Valeria Berrios/Dribbble
- არ ვიცი საშიშია თუ არა, მაგრამ არ გავრისკავ, გადავაგდებ
- სასწრაფოდ გადავაგდებ! ასეთი შოკოლადი საშიშია...
- ჯერ სხვას ვაჭმევ, თუ გადარჩება, მეც შევჭამ!
- შევჭამ! გარეგნული იერის მიუხედავად, ასეთი შოკოლადი საშიში არ არის

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
8 / 9 როგორ გგონია, რამდენად მიზანშეწონილია მზა კერძისა და ნედლი ხორცის ან თევზის გვერდიგვერდ შენახვა?

Nikita_Krushko/Dribbble
- არ არის მიზანშეწონილი
- მაცივარში ერთმანეთის გვერდით თავისუფლად შეგვიძლია მზა კერძისა და ნედლი ხორცის ან თევზის შენახვა

Giphy
_6604008b8f19b.gif)
Giphy
9 / 9 დაბოლოს, დამაბნეველ შეკითხვას უნდა უპასუხო, ბოსტნეულთან ერთად ვაშლს, მსხალს, პომიდორსა და წიწაკას თუ შეინახავდი?

Meghan Albers/Dribbble
- დიახ, ეს პროდუქტები ერთად უკეთ შეინახება
- არ შევინახავდი, ასე ბოსტნეული უფრო მალე გაფუჭდება
- არ შევინახავდი, ასე ხილს გემო ეცვლება
- არ შევინახავდი, შეიძლება სიბნელეში კომბოსტოს ნაცვლად წიწაკა ვჭამო...
_660435a574cfc.gif)
Giphy

Giphy

Giphy

Giphy
ქვიზი მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაკვეთით, ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD–Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე,ორგანიზაციის პური მსოფლიოს (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.
აღნიშნული საქმიანობა შეუძლებელი გახდება, თუკი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოგვეთხოვება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად" რეგისტრაცია.
ეს ქვიზი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

კომენტარები