პუტინმა ჩეჩნეთში ხმების 99% მიიღო
ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, პრეზიდენტმა პუტინმა ჩეჩნეთში ხმების 99% მოიპოვა. გავრცელდა ინფორმაცია თაღლითობისა და დარღვევის შესახებ, დააკავეს, ასევე, პროტესტის მონაწილეები.
ფოტო: კადიროვის ტელეგრამარხი
ჩეჩნეთში, 15-17 მარტის არჩევნებზე, ამომრჩეველთა აქტივობა 97% იყო — ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელ რუსეთში.
ყაბარდო-ბალყარეთში აქტივობამ 93%, ჩრდილოეთ ოსეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ინგუშეთში 90%, ხოლო სტავროპოლის მხარეში — 89% შეადგინა.
ოფიციალური შედეგებით, ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთში ხმების 99% მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რუსეთის რეგიონებს შორის.
ყაბარდო-ბალყარეთში მან მიიღო 92%, ხოლო 90% — ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთში.
არჩევნების შედეგად, ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით გახდა პრეზიდენტი, იმ ფონზე, რომ სერიოზული მოწინააღმდეგეები ან დააპატიმრეს, ან მოკლეს, ან — არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
ჩეჩნეთის საარჩევნო კომისიამ კვირას განაცხადა, რომ ხმის მიცემის დროს დარღვევები არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო არხი ChGTRK Grozny იმავე დღეს წერდა, რომ არჩევნები ჩატარდა "სადღესასწაულო ატმოსფეროში".
თუმცა, ტელეგრამის არხმა და მონიტორინგის ორგანიზაციამ, სახელწოდებით "ხმის მიცემის დღის ქრონიკა", გამოაქვეყნა ანონიმური ჩეჩენი საჯარო მოხელის შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურების თანამშრომლებს აიძულებდნენ ხმის მიცემას რამდენიმე უბანზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ცნობილია როგორც "კარუსელი".
"პირველ დღეს მომთხოვეს სამჯერ მივსულიყავი და მიმეცა ხმა სამ სხვადასხვა უბანზე, ალბათ, ამ აქტივობის უზრუნველსაყოფად. მეორე დღეს კიდევ ოთხჯერ "ავირჩიე". დღეს მათ რამდენიმე სკოლაში დამიბარეს, იქ უნდა მივიდე”, — ეწერა შეტყობინებაში.
ასევე, ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს ჩეჩნეთის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ატარებდნენ. საარჩევნო უბნებზე მომუშავე პირებს კი ბიულეტენების ჩაყრაზე რეაგირება არ ჰქონიათ.
დაღესტნისა და ჩეჩნეთის საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის დროს, ვლადიმირ პუტინის ოფიციალური პორტრეტები ეკიდა.
"კავკაზსკი უზელი" იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საარჩევნო კამპანიის დარღვევები არჩევნებამდეც დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა მასალა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიის შესახებ, რომელშიც გამოსახულია მასწავლებლისა და სტუდენტების ფოტო, რომლებიც დგანან კამპანიის ბანერის წინ. საჩივრების შემდეგ, პოსტი წაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატის შტაბმა, ასევე, მოაწყო ექსკურსია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩერკესკში, ეკლესიისა და კაზაკების ისტორიის მუზეუმში, რასაც მოჰყვა კრიტიკა, როგორც "ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას".
აქტივისტების დაკავება
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს პუტინის წინააღმდეგ კამპანიის ჩატარების, ან არჩევნების პროცესის ხელის შეშლისთვის.
რადიო თავისუფლების ცნობით, აქტივისტი იბრაგიმ პარკუევი 16 მარტს, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, პოლიციელის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. პარკუევმა მანამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა გამოხატა.
ერთი დღის შემდეგ, მაჰაჩყალაში 16 წლის სტუდენტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა. Sapa Kavkaz იტყობინება, რომ სტუდენტს აღმოაჩნდა ბუკლეტები, რომლებიც ეხებოდა საპროტესტო კამპანიას "შუადღე პუტინის წინააღმდეგ“. ერთი ბუკლეტი მისი კოლეჯის ღობეზეც იყო მიმაგრებული. სტუდენტს 2000 რუბლამდე ჯარიმა ემუქრება.
კამპანიის "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" ინიციატორი ალექსეი ნავალნი იყო. ის და მისი ცოლი, იულია ნავალნაია მოუწოდებდნენ პუტინის მოწინააღმდეგეებს, კენჭისყრის ბოლო დღეს, 12:00 საათზე მასობრივად შეკრებილიყვნენ საარჩევნო უბნებზე, ხმის მისაცემად, ან — მათი ბიულეტენის გასაფუჭებლად.
ყარაჩაი-ჩერქეზეთში 15 მარტს საარჩევნო ყუთში ფერადი საღებავის ჩასხმის შემდეგ, ქალი დააკავეს. ქალი დაკითხვაზე საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს, რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მომხდარის მიუხედავად, ხმები და ყუთიდან ამოღებული ბიულეტენები დაითვლებოდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები