მიხეილ სააკაშვილი

18 Mar. 2024, 12:17

მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები.

ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ. ესენი არიან, მამები, რომელთან ჰქონდათ არჩევანი, უარი ეთქვათ თავის ოჯახზე.

მრავალი წელი რომ მიდიხარ, შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს, უარს ამბობ საკუთარ ოჯახში ყოფნაზე, ოღონდ ამ ბავშვს და ოჯახს საჭმელი ჰქონდეს. 20 ათასი დოლარი მოაგროვეს ყველა წყაროდან და ახლა ჩაუვარდნენ ნარკოკარტელებს ხელში. ეს ნიშნავს, რომ ახლა უნდა შეაგროვონ ფული ოჯახებმა და გამოიყვანონ უკან. ალბათ, სახლს და ყველაფერს დაკარგავენ, შესაძლოა, სიცოცხლეც [დაკარგონ].

ივანიშვილმა მოუწოდა, წადით უცხოეთშიო. როგორ სძინავთ ივანიშვილს და მის ხელქვეითებს, როგორ არ აწუხებთ რაიმე ადამიანური?!

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა ვივამედიდან ჩართვის დროს. ამით ის გამოეხმაურა მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში დემოგრაფიულ კლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და…