ცნობილია ფაქტორები, რომელთა გამოც დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა
მოკლედ: ფაქტორებზე, რამაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საპატიმროდან ვადაზე თითქმის 2 წლით ადრე გათავისუფლება გამოიწვია, დეკანოზის ძმა და ადვოკატი მედიასთან საუბრობენ.
- დადასტურდა 10 თებერვალს, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა საქართველოს პროკურატურას მიმართა წერილით, რომ ის, როგორც დაზარალებული, თანახმაა, გამოიყენონ გიორგი მამალაძის მიმამართ შიდა პატიმრობა, ან სხვა ტიპის შუამდგომლობა, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.
- დეკანოზის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კი, შეწყალების, ე.წ. "უდოს" კომისიამ მიიღო.
- ამასთან, დღეს, 15 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრს მიმართეს რეკომენდაციით მამალაძის თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე: "პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა", — აცხადებს ომბუდსმენი.
გიორგი ფანცულაია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: "2024 წლის 10 თებრვალს თავისუფლების აღკვეთიდან 7 წელი მოიხადა, შესაბამისად, ის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო, როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასევე, მის მიერ პატიმრობაში მოხდილი ვადიდან გამომდინარე.
- გარდა ამისა, მან, ვინც დაზარალებულად არის მიჩნეული პროკურატურისგან [შორენა თეთრუაშვილი], წერილობით განაცხადა, რომ ის თანახმა იყო, ვადაზე ადრე გათავისუფლებულიყო დეკანოზი საპატიმროდან."
სხვა დეტალები: დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ დეკანოზმა მას საპატიმროდან, სატელეფონო საუბრისას შეატყობინა. "გათავისუფლება მოხდა უდოს კომისიის გადაწყვეტილებით", — თქვა თორნიკე მამალაძემ.
თორნიკე მამალაძე, გიორგი მამალაძის ძმა: "უდოს კომისიას წინა, 2023 წლის ნოემბერში მივმართეთ. ჩემი ძმის შემთხვევაში, [განსახილველად] ითხოვეს 3-თვიანი ვადა. 5 წელი ვიძახდი, რომ ის არის პარალიზებულ მდგომარეობაში და სახელმწიფო ცდილობდა, დაემალა ეს ფაქტი საზოგადოებისთვის.
- როდესაც გაუმჯობესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ციანიდთან დაკავშირებით, თუ რეალურად, ვინ დგას ამ საქმის უკან. მაგრამ ეს არ იქნება უბრალოდ საუბრები, ეს იქნება ფაქტები. მას დაპატიმრების დღიდან ეუბნებოდა პროკურატურა, რომ ეღიარებინა ბრალი და იმწუთასვე გამოვიდოდა პატიმრობიდან."
წინაისტორია: გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს.
- მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედებოდა ბრალად.
- შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
- დეკანოზი გიორგი მამალაძე სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბოლო ხაზი: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მოიხადა 7 წელი 9-წლიანი პატიმრობიდან.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები