მელია: დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ინვესტორების მოზიდვა გართულდება
ფოტო: VOA
USAID-ში მუშაობის დროს საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელზეც მუშაობდით. რამდენად დაეხმარა სააგენტო ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში?
ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც საქართველოს ბოლო 25 წლის განმავლობაში აქვს, ქართველების დამსახურებაა. ზოგჯერ მათ, ვფიქრობ, ავიწყდებათ ის, რომ წლების განმავლობაში [დემოკრატიის ხარისხი] სტაბილურად უმჯობესდება. შეერთებული შტატები და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს რჩევით, ინფორმაციით, ექსპერტიზით და ზოგჯერ ფულით ეხმარებიან. საქმეს საქართველოს მთავრობა აკეთებს, USAID კი ექსპერტიზას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ მთავრობამ კარგი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს.
დაახლოებით რა ოდენობის თანხა აქვს USAID-ს საქართველოს პროგრამებში დახარჯული?
თუ სწორად მახსოვს, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ამერიკის მთავრობამ საქართველოს დახმარების სახით 4.3 მილიარდი დოლარი მისცა. ამ თანხის დიდი ნაწილი ბოლო 10 წელში იქნა გაცემული. აქედან, დაახლოებით, 1.5 მილიარდი USAID-ს პროგრამებში დაიხარჯა.
დავების გადაწყვეტა მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეეძლება, რომელიც გადაწყვეტილებას სამხილზე დაყრდნობით მიიღებს. ამ მხრივ საქართველოს მუშაობა სჭირდება. ქვეყანამ უნდა შეცვალოს არსებული შეხედულება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გავლენას ასახავს.
თქვენ ახსენეთ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. კონკრეტულად როგორ აფასებთ ქართულ დემოკრატიას?
ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას უსწრებს. სისტემების რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო კარგ მდგომარეობაშია. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ამ რეგიონში, დემოკრატიული პრინციპები უფრო მეტ ქვეყანაში შესუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. საქართველო კი მეტწილად წინ მიიწევს.
არსებობს საწინააღმდეგო შეფასება. ექსპერტები რუსთავი 2-ის მაგალითზე მედიაზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ. ასევე არის ადამიანების და ბიზნესების უფლებების დარღვევის ბრალდებებიც.
დემოკრატიას ბევრი განზომილება აქვს და მაშინ, როცა ერთი შრე ვითარდება, შეიძლება მეორე სუსტდებოდეს. ის, რომ გასულ დეკემბერს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა დაიწყო კარგი ნიშანია. მთავარია როგორ მოხდება ამ რეფორმის აღსრულება.
კარგია ის, რომ გატარდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც ქმნის იმის ფუნდამენტს, თუ ვის ეკუთვნის მიწა და ვის შეუძლია ამ საკუთრების ბანკში ჩადებით სესხის გამოტანა ბიზნესის განვითარების მიზნით. თუმცა ამ რეფორმის აღსრულება ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ ხდება. მიწის რეგისტრაციის სისტემა ქვეყნის მასშტაბით არის ასაწყობი.
რუსთავი2-ის საქმე კომპლექსურია, რადგან ის საკუთრების უფლების კანონებსაც უკავშირდება. რთულია რუსთავი2-ის მფლობელის დადგენა. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით სწორედ იმის გამო შეაჩერა, რომ საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. კითხვები კომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე; იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ამას ზოგადად მედიის თავისუფლებაზე იმ შემთხვევაში თუ არხს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ოპოზიციურ ხმას გამოხატვის საშუალებას აძლევდა მფლობელი ისე შეეცვლება, რომ ოპოზიციას მედიაში აზრის გამოთქმის საშუალება შეეზღუდება.
კარგი იქნება, თუ, ადამიანებმა, როგორც ამერიკაში ასევე საქართველოში, შეძლეს იმის გაცნობიერება, რომ პოლიტიკური მეტოქეები მტრები არ არიან. ისინი პოლიტიკურ ალტერნატივას წარმოადგენენ. ამის გამო, არჩევნები ან მმართველობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ უნდა იყოს.
საბოლოო ჯამში, როგორც ამ დავის, ისევე სხვა საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეეძლება, რომელიც გადაწყვეტილებას სამხილზე დაყრდნობით მიიღებს. ამ მხრივ საქართველოს მუშაობა სჭირდება. ქვეყანამ უნდა შეცვალოს არსებული შეხედულება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გავლენას ასახავს.
2012 წლის სექტემბერში თქვენ საქართველოში არჩევნების წინ ოფიციალური ვიზიტით ჩახვედით. ერთ-ერთი შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთანაც გამართეთ. როგორ იხსენებთ იმ შეხვედრას? როგორ შეადარებდით იმ საქართველოს, რომელზეც წარმოდგენა მაშინდელ ოპოზიციასთან შეხვედრის დროს შეგექმნათ ქვეყანას, რომელსაც დღეს ხედავთ?
ბატონ ივანიშვილთან და მის გუნდთან შეხვედრა კარგად მახსოვს. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. მე ამერიკის სააგენტოთაშორისო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვდა. მახსოვს, ქართულ ოცნებას მაშინ მედია საშუალებებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა. ასევე მახსოვს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზე მუშაობასაც ქართული ოცნება უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აპირებდა, სოფლის მეურნეობის განვითარება იყო.
ვფიქრობ, 2012 წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატია ვითარდება, თუმცა არის დასახვეწი სფეროები. სასამართლო სისტემაზე მუშაობაა საჭირო და გასაუმჯობესებელია ეკონომიკური ფუნდამენტები. უკეთესი იქნება ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს ქონა, სადაც საწინააღმდეგო აზრის მოსმენა უფრო ხშირად იქნება შესაძლებელი. ასევე კარგი იქნება, თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ითანამშრომლებენ.
მათ უნდა წარმოიდგინონ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტები 10, 20, 30 წლის შემდეგ, როცა ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წამყვანი პოზიციები უკავიათ პოლიტიკაში აღარ იქნებიან. ისინი ამას ჯერ არ ითვალისწინებენ და ხდება ამ გადაწყვეტილებების პერსონიფიცირება.
კოაბიტაციის რთულ პერიოდში, მახსოვს ორი დავითი - დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი. მათ პარლამენტში თანამშრომლობა შეძლეს, შეძლეს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა და ამით ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ბევრი საქმე გააკეთეს.
კარგი იქნება, თუ, ადამიანებმა, როგორც ამერიკაში ასევე საქართველოში, შეძლეს იმის გაცნობიერება, რომ პოლიტიკური მეტოქეები მტრები არ არიან. ისინი პოლიტიკურ ალტერნატივას წარმოადგენენ. ამის გამო, არჩევნები ან მმართველობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ უნდა იყოს. როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში მმართველობაში უფრო მეტია განგრძობითობა, ვიდრე ცვლილება მაშინ, როცა ქვეყნის მმართველი თანამდებობიდან მიდის. პოლიტიკური დებატების დროს, ზოგჯერ ეს გვავიწყდება.
როგორც იცით საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს. ეს საკითხი საზოგადოების პოლარიზაციის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ პროცესზე?
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საკითხი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. ვფიქრობ უნდა გვახსოვდეს კონტექსტი, რომ წინა მთავრობამ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. დღევანდელი ძალისხმევა ზოგიერთი ძველი ცვლილების გაუქმების მცდელობაა - მაგალითად, პრეზიდენტის როლი. ყოველი მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ახალ საარჩევნო ჩარჩოებში იმართება. არ მიკვირს, რომ მთავრობა ახლაც ცდილობს საარჩევნო კანონის შეცვლას.
ამ პროცესში ქვეყანამ ორი რამ უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში მათ უნდა წარმოიდგინონ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტები 10, 20, 30 წლის შემდეგ, როცა ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წამყვანი პოზიციები უკავიათ პოლიტიკაში აღარ იქნებიან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ისინი ამას ჯერ არ ითვალისწინებენ და ხდება ამ გადაწყვეტილებების პერსონიფიცირება.
მეორე გასათვალისწინებელი საკითხი ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოს პარლამენტის ლიდერებმა კარგი ქნეს, რომ ვენეციის კომისიას შეფასებები სთხოვეს და რეკომენდაციების დიდი ნაწილი პროექტში გათვალისწინებული იქნა.
კრიტიკის ერთ-ერთი საგანი ის არის, რომ პროცესი პოლიტიკურად სათანადოდ წარმომადგენლობითი არ არის.
ეს ის პოლარიზაციაა, რომელზეც ვსაუბრობთ. ახლანდელმა საპარლამენტო ოპოზიციამ 2013 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციას ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ცუდი ნიშანი იყო ქვეყანაში ორპარტიული თანამშრომლობისთვის.
ასეთი მნიშვნელოვანი პროცესიდან გათიშვა შეშფოთების მიზეზს აჩენს. ერთის მხრივ მესმის რატომ მიიღეს მათ [ოპოზიციამ] ეს გადაწყვეტილება. ამერიკაში პოლიტიკასა და სპორტში ერთი გამონათქვამი გვაქვს - თუ თამაშობ, ითამაშე რომ მოიგო. თუ გინდა შედეგზე გავლენა იქონიო, პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღო მაშინაც კი, როცა უპირატესობა არ გაქვს. კარგი იდეებით და ჯანსაღი ურთიერთობებით ზოგჯერ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება გავლენის მოხდენა.
ცოტა ხნის წინ თქვენ კომენტარი გააკეთეთ „საქართველოს მანგანეზის“ საქმესთან დაკავშირებით და თქვით, რომ პროცესი არ არის ისეთი გამჭვირვალე და სამართლიანი, როგორიც შეიძლება იყოს. როგორ ასაბუთებთ ამ შეხედულებას? და ზოგადად, როგორ აფასებთ საინვესტიციო გარემოს საქართველოში?
უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ საერთაშორისო ბიზნეს თანამეგობრობაში შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული ისევ არსებობს. საკუთრების უფლება სათანადოდ არ არის დაცული.
ვიცი ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ეს თემა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც უკავშირდება. ამ საკითხთან მთელი რიგი გასათვალისწინებელი კომპონენტებია დაკავშირებული. ამაში შედის კომერციული დავის გადასაჭრელად არბიტრაციის გამოყენება; იმის გადაწყვეტა, უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური ბიზნეს სასამართლოები; ასეთი დავების გადასაჭრელად მოსამართლეების მონახვა და მათი გადამზადება. ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.
გასულ თვეს, საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო, სავარაუდოდ, პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა კონკრეტული შედეგების მიღების მიზნით.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მართალია ეს შეხედულება. სანამ ის არსებობს, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ. სასამართლო სისტემის სანდოობის გაზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
„საქართველოს მანგანეზს“ რაც შეეხება - ის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ექსპორტიორია. რამდენიმე კვირის წინ თბილისის სასამართლოს მიერ კომპანიის მმართველობის სტრუქტურის ძალიან მოკლე დროში შეცვლა ისეთი მოვლენაა, რომელიც ინვესტორებს გარემოს არასანდოობაზე აფიქრებინებს.
არსებობს შეხედულება, რომ მთავრობა შეიძლება რამდენიმე მსხვილი კომპანიის საკუთარ მფლობელობაში გადატანას ან მათზე გავლენის გაზრდას ცდილობდეს. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც საქართველოში ასევე შეერთებულ შტატებში ხალხს ამ თემაზე ესაუბრებით და მოვლენებს თვალს ადევნებთ, თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? როგორ ფიქრობთ, მთავრობა ცდილობს ბიზნესზე მეტი გავლენის მოპოვებას?
ვფიქრობ, საკითხის სწორი ფორმულირება გააკეთეთ - რამდენად ცდილობს მთავრობა ან მთავრობაში ზოგიერთი ადამიანი კონკრეტული კომერციული შედეგის დასადგომად პროცესებზე გავლენის მოხდენას. ნებისმიერ სასამართლო საქმეში მნიშვნელოვანია არსებობდეს პროცესი, რომლის დროსაც მხარეები წარმოადგენენ ფაქტებს, რომლებსაც მოსამართლე ყურადღებით განიხილავს. როგორც წესი, არ არსებობს ასეთი საქმეების დაჩქარების საჭიროება.
ის, რომ სააპელაციო პროცესის შედეგად „ფილიპ მორისის“ საქმეზე წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა შეცვლილი და ის, რომ „საქართველოს მანგანეზის“ შემთხვევაში სწრაფად მოხდა მოლაპარაკება გარემოს დაცვის გარკვეულ საკითხებზე მას შემდეგ, რაც ამ საქმეებზე საერთაშორისო ყურადღება გამახვილდა, არ ვფიქრობ იმაზე მიუთითებდეს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცამ გადაწყვეტილება შეცვალა და არა იმაზე, რომ პროცესი გაუჯობესდა. ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად მიიღება უფრო მეტ კითხვას წარმოქმნის, ვიდრე პასუხს.
შეჯამების მიზნით, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო გააუმჯობესოს?
უნდა გაკეთდეს ყველაფერი პრაქტიკული და შესაძლებელი იმისთვის, რომ გაძლიერდეს სასამართლო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორე საკითხი - მიწის რეგისტრაცია ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის მიწის რომელი ნაკვეთი, ვის აქვს მისი ყიდვა-გაყიდვის უფლება. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს მეთოდები ისეთი დავების გადასაჭრელად, რომლებიც ხშირად წამოიჭრება ხოლმე. მაგალითად დაწესდეს არბიტრაციის და კომერციული დავების გადაჭრის მეთოდები. საგადასახადო კოდექსის გამარტივება ასევე დამატებითი დადებითი ფაქტორი იქნება.
ვფიქრობ ხალხმა უნდა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ, სისტემის მანიპულირების და სისუსტეების ბოროტად გამოყენების საშუალების მიცემას მოჰყვება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები