Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
Aqualia-მ და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მასშტაბური საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის — ყოველი წვეთი ძვირფასია, ოფიციალური შემაჯამებელი ღონისძიება და ციფრული კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გამართეს.
მას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები, კამპანიის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონკურსის გამარჯვებულები.
კამპანიის მთავარ მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სასმელი წყლის მიმართ პასუხისმგებლიანი, რაციონალური მოხმარების წახალისება და მომავალი თაობების განათლება. პროექტის ფარგლებში წყლის სრული ციკლი საინტერესო, ინტერაქტიულ და ინოვაციურ საგანმანათლებლო გამოცდილებად გარდაიქმნა.
“მოგეხსენებათ, საქართველოში წყლის სექტორში მრავალი გამოწვევაა, რომელთა გადაჭრაც Aqualia-სა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ურთულეს ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესებს. თუმცა, მხოლოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და მილიონობით ლარის ინვესტიცია ვერ იქნება სრულყოფილად ეფექტური, თუ პარალელურად არ მოხდა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული რესურსის მოხმარების კულტურის ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ, სისტემურ განვითარებასთან ერთად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სასმელი წყლის პასუხისმგებლიანი, რაციონალური მოხმარების წახალისებაა“, — განაცხადა ჯივიპის კომუნიკაციების დირექტორმა, ეკა ბერიძემ.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვასთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კამპანიაში თბილისის 100 საჯარო და კერძო სკოლა, 100 პედაგოგი და 2 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტისთვის კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად შეიქმნა უნიკალური სამაგიდო თამაში, რომელიც საჩუქრად გადაეცა ასივე სკოლას და კვლავაც დარჩება გრძელვადიან საგანმანათლებლო რესურსად ქვეყანაში. გარდა ამისა, 200-ზე მეტმა მოსწავლემ სპეციალური სასწავლო ტურების ფარგლებში პირადად მოინახულა თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტები.
პროექტის მეორე ეტაპი კამპანიის კიდევ უფრო გაფართოებას დაეთმო. შეიქმნა ინოვაციური ონლაინ თამაში, სადაც მთავარი გმირი — წყლის წვეთი მოთამაშეებს იწვევდა საინტერესო მოგზაურობაში წყლის სრული ციკლის გზაზე, მყინვარებიდან ონკანების გავლით კვლავ ბუნებაში დაბრუნებამდე.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კამპანიის ციფრულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ერთთვიანი საკონკურსო პერიოდის განმავლობაში, საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაზე 30 000-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა, ხოლო უდიდესი კონკურენციის შედეგად გამოვლენილი 10 გამარჯვებული საზეიმოდ დაჯილდოვდა.
პროექტის აქტიური ფაზა 10 ივნისს ოფიციალურად დასრულდა, თუმცა კამპანიის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტები და თამაშები გრძელვადიან, მდგრად რესურსად რჩება საზოგადოებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს წყალმომარაგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები