კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ
ფოტო: DW
კანადის მთავრობამ ციფრული უსაფრთხოების კანონპროექტი წარადგინა, რომელმაც შესაძლოა 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშების ქონა აუკრძალოს. ინფრომაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის პარლამენტში ოთხშაბათს შევიდა, გამონაკლისს უშვებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მათი პლატფორმები უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუ რას მოიცავს ეს კრიტერიუმები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს შვილებს. საკმარისია... ჩვენ გვჭირდება საბაზისო დაცვის მექანიზმები", — განაცხადა კანადის კულტურის მინისტრმა, მარკ მილერმა.
კანონპროექტი მავნე კონტენტის შვიდ კატეგორიას მოიცავს:
- კონტენტი, რომელიც ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენს ან ხელახლა აყენებს ტრავმას მსხვერპლს;
- კონტენტი, რომელიც ბავშვებს თვითდაზიანებისკენ უბიძგებს;
- კონტენტი, რომელიც ბავშვის ბულინგისთვის გამოიყენება;
- კონტენტი, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს;
- კონტენტი, რომელიც ღვივებს სიძულვილს;
- ტერორისტული ან ძალადობრივი ექსტრემისტული კონტენტი;
- ინტიმური ფოტოები/ვიდეოები, რომლებიც უნებართვოდ არის გავრცელებული.
Reuters-ის ცნობით, კანონმდებლობის მიღებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი მარეგულირებლის ,"კანადის ციფრული უსაფრთხოების კომისიის", შექმნას, რომელიც ახალ კანონმდებლობას აღასრულებს და მის დაცვას უზრუნველყოფს . მარეგულირებელი ასევე დაადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებისთვის.
ოფიციალური პირების განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ, ციფრული მარეგულირებლის ასამუშავებლად 18 თვე იქნება საჭირო.
წესების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიებს შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა გლობალური შემოსავლის 3%-ის ან 10 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 6.2 მილიონი ევრო / 7.2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით — იმის მიხედვით, თუ რომელი თანხა იქნება უფრო მეტი.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები