კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა
საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული ახალი ანგარიში Endgame: The State of the Russian Economy, რომელიც კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტმა (IfW Kiel) გამოაქვეყნა, ასკვნის, რომ მოსკოვის ფისკალური ბუფერები დიდწილად ამოწურულია. ანგარიშის ავტორთა განცხადებით, ეს ვითარება დასავლეთს ეფექტური და გადამწყვეტი ზომების გატარების შესაძლებლობას აძლევს.
"ომის პირველ წლებში რუსეთის ეკონომიკა უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი ელოდა. თუმცა, რეზერვები ახლა ამოწურულია. ეკონომიკური ბაზა მნიშვნელოვნად შესუსტდა", — განაცხადა IfW Kiel-ის პრეზიდენტმა მორიც შულარიკმა. მისი თქმით, რუსეთის ბიუჯეტის რეზერვები დიდწილად ამოწურულია და ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია. "ამავდროულად, სპარსეთის ყურის ომის შედეგად ნავთობის ფასების ზრდა, სავარაუდოდ, მხოლოდ დროებით დადებით გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე", — ხაზგასმით აღნიშნა შულარიკმა.
კვლევის მიხედვით, რუსეთის სუვერენული ფონდის ლიკვიდური აქტივები ომის დასაწყისში არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.5%-დან, 2026 წლის აპრილისთვის 1.8%-მდე შემცირდა. ამასთანავე, 2026 წლის პირველ სამ თვეში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა მთელი წლის სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო ნავთობისა და გაზის შემოსავლები, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 45%-ით შემცირდა.
ანგარიშის მიხედვით, კრემლი სამხედრო ხარჯების შესანარჩუნებლად სულ უფრო მეტად ეყრდნობა არასაბიუჯეტო დაფინანსებას, კრედიტების სწრაფ გაფართოებასა და საბანკო სისტემის ირიბ მხარდაჭერას, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა რუსული კომპანიების ვალები.
"რუსეთის მთავარი შეზღუდვა დღეს არა ფულზე, არამედ ადამიანებზე, ტექნოლოგიებსა და საწარმოო სიმძლავრეებზე ხელმისაწვდომობაა", — აღნიშნავს ეკონომიკური ბლოგის ავტორი მეთიუ კლაინი. მისი განმარტებით, რეკორდული სამუშაო ძალის დეფიციტისა და სანქციების ფონზე, სამხედრო ხარჯების შემდგომი ზრდა სამხედრო პროდუქციის გამოშვების ნაცვლად, მხოლოდ ინფლაციის რისკებს ზრდის.
ანგარიშის ცენტრალური მიგნება რუსეთის ჩინეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულებაა. ჩინეთზე ამჟამად რუსეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35% მოდის და ის მოსკოვს ორმაგი დანიშნულებისა და სამხედრო კომპონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას აწვდის. კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ რუსეთში სანქცირებული კრიტიკული სამხედრო კომპონენტების იმპორტის ზრდის სამი მეოთხედი სწორედ ჩინეთზე მოდის.
"მოსაზრება "უზღვავო პარტნიორობის" შესახებ მალავს მზარდ ასიმეტრიას. რუსეთმა მიიღო ეკონომიკური გადარჩენის გზა, მაგრამ ჩინეთმა მიიღო ბერკეტები," — აცხადებს ორგანიზაცია Bruegel-ის უფროსი მკვლევარი ალისია გარსია-ერერო.
ექსპერტების დასკვნით, მოსკოვი ვაჭრობაში, ტექნოლოგიებსა და ფინანსებში სრულად არის დამოკიდებული პეკინზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკურ ავტონომიასა და ძალას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ანგარიშის ავტორების აზრით, ეს ვითარება დასავლეთს აძლევს შანსს, გაამკაცროს პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ტორბიორნ ბეკერი მიიჩნევს, რომ მთავარი აქცენტი ნავთობის ფასის ზედა ზღვრის აღსრულებასა და რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" შეზღუდვაზე უნდა გაკეთდეს.
ამასთანავე, ექსპერტები ითხოვენ ექსპორტის მკაცრ კონტროლს (განსაკუთრებით ჩინურ მომწოდებლებთან მიმართებით) და ახალი "უკრაინის მხარდაჭერის ტარიფის" (Ukraine Support Tariff) შემოღებას იმ რუსულ საქონელზე, რომელიც ჯერ კიდევ შედის ევროპულ ბაზარზე (თხევადი ბუნებრივი აირი (LNG), ქიმიკატები, სასუქები). ეს ტარიფი ერთდროულად შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს და გახდება უკრაინის თავდაცვისა და აღდგენის დაფინანსების წყარო.
"გასულმა თვეებმა აჩვენა, რომ სანქციების აღსრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროპის გამოწვევაა, რუსეთის მზარდი ეკონომიკური მოწყვლადობა მყარ სტრატეგიულ ბერკეტად აქციოს," — აჯამებს მორიც შულარიკი.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
კომენტარები