სტატიის სპონსორია საქართველოს ბანკი

რა უნდა გაითვალისწინო ინვესტირების დაწყებამდე — მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

თანამედროვე სამყაროში აქციებში ინვესტირება ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რამაც კაპიტალის დაგროვების ტრადიციული გზები — ანაბრის გახსნა, ან ნაღდი ფულის შენახვა — მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა. თუ ცნობილი კომპანიების ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდებას შენც გეგმავ, გამოგვყევი და ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე გასათვალისწინებელ საკითხს, რომელსაც ყურადღება ინვესტირების დაწყებამდე უნდა მიაქციო.

გაეცანი ინვესტირების საფუძვლებს

ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ თეორიული საბაზისო ცოდნის გარეშე არცერთი საქმის დაწყება ღირს. ვიდრე საინვესტიციო სამყაროში შეაბიჯებ, დაეუფლე იმ მინიმალურ ცოდნას, რომელიც გზის გაკვლევაში დაგეხმარება. ეს განსაკუთრებით მარტივია ახლა, როდესაც უამრავი ღია წყაროს მოძიებაა შესაძლებელი. მათ შორისაა საქართველოს ბანკისა და On.ge-ის რუბრიკა— ინვესტიციები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით არაერთ საინტერესო მასალას შეგიძლია გაეცნო. ამასთან, ამ გზამკვლევში წაიკითხავ ყველაფერს, რაც ინვესტირების შესახებ უნდა იცოდე.

მას შემდეგ, რაც ამ სფეროსთან დაკავშირებით ცოდნის გარკვეულ დონეს მიაღწევს, არ გაჩერდე — გადადგი მომდევნო ნაბიჯები და დაისახე მიზნად, გახდე აქციონერი

განსაზღვრე კონკრეტული ბიუჯეტი

როგორც ცნობილია, დღეს ინვესტირების დაწყებას კონკრეტული საწყისი კაპიტალის ქონა ნამდვილად არ ესაჭიროება, რადგან ამის გაკეთება მინიმალური თანხითაც არის შესაძლებელი. ამასთან, შენ შეგიძლია ერთი აქციის წილიც კი იყიდო. თუმცა, თუ ამ საქმეს იმაზე სერიოზულად შეხედავ, ვიდრე ერთი აქციის ყიდვაა, მაშინაც შენი ბიუჯეტის გადაგეგმვაც მოგიწევს.

უფრო კონკრეტულად, უნდა გაითვალისწინო, რომ დასაწყისისთვის კომპანიების ფასიან ქაღალდებში უნდა დააბანდო ის თანხები, რომლებიც დაზოგვისთვის გქონდა გათვალისწინებული. არ არის რეკომენდებული, დამწყებმა ინვესტორებმა პირველი საინვესტიციო ნაბიჯები იმ ბიუჯეტით გადადგან, რომელიც სწავლისთვის, უძრავი ქონების შესასყიდად, ან სხვა კონკრეტული მიზნისთვის ჰქონდათ გადანახული.

განსაზღვრე შენი რისკის დონე

გაიცანი საკუთარი თავი უკეთ და განსაზღვრე შენი რისკის დონე. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა იცოდე, რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე, როდესაც საქმე შედარებით სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას ეხება.

გახსოვდეს, რომ ინვესტირება ზოგჯერ რისკებთანაც არის დაკავშირებული და რომ ამ დროს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის ქონა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან, ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, რომ შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხისმგებელი შენ ხარ.

დამწყებთათვის ინვესტირების შედარებით მარტივი და ნაკლებად რისკიანი გზა გაცვლით სავაჭრო ფონდებში (ETF) ფულის დაბანდებაა. ამ დროს ყიდულობ აქციების კრებულს და არა ერთი რომელიმე კომპანიის ფასიან ქაღალდს, რაც რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მოიძიე დეტალური ინფორმაცია აქციებზე

თუ რომელიმე კომპანიის აქციაში ინვესტირებას გადაწყვეტ, მასზე ზედაპირული ინფორმაციის მოძიებით ნუ შემოიფარგლები. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ბრენდია, რომელთა შესახებაც ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ვიცით, თუმცა ვიდრე მათ აქციებს იყიდი, გაარკვიე როგორი ვითარებაა ამ კომპანიებში არსებული მდგომარებით.

დეტალურ ინფორმაციაში მათი ფინანსური მდგომარეობაც იგულისხმება და ის გადაწყვეტილებებიც, რომლებსაც ამ კომპანიების მენეჯერები იღებენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლის ერთი განცხადებაც კი ცვლის ბაზარზე მდგომარეობას.

არ გადადო ინვესტირების დაწყება

ეს ერთ-ერთი ოქროს წესია, რომელსაც დამწყებ ინვესტორებს ურჩევენ ხოლმე, რადგან, როგორც ცნობილია, რაც უფრო ადრე დაიწყებ ინვესტირებას, უფრო მეტი შანსია, რომ დიდი კაპიტალი მალევე დააგროვო.

სწორედ ამიტომ, თუ ინვესტირებას აპირებ, გახსოვდეს, რომ ამ საქმის დაწყების გადადება არ გარგებს. ამასთან, უნდა იცოდე, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციების ყიდვა საქართველოს ბანკის მობილბანკში მარტივად, მინიმალური თანხით შეგიძლია. აქვე გაეცანი იმ აქციებს ჩამონათვალს, რომლებსაც მობილბანკში ყველაზე მეტად ყიდულობენ.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: როგორ გახსოვს გასული თვეების პოლიტიკური მოვლენები?
  2. ქვიზი: თბილისის რომელი მეტროსადგური ხარ?
  3. ქვიზი: რა იცი ელექტრონულ არჩევნებზე?
  4. ქვიზი: შეამოწმე შენი ცოდნა ავტომობილებში
  5. 10 მიზეზი, რატომაა ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიონსე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაატა ბურჭულაძე: მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად

საოპერო მომღერალი და ფონდ იავნანას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად…