00
წაკითხვა
00
კომენტარი
00
გაზიარება
პარტნიორის კონტენტი
რა არის თიბისის სმარტ პორტფელი? — თუ ინვესტირება გაინტერესებს
როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, ინვესტირების გამარტივებამ ჩვენს გარშემო უამრავი ახალი ინვესტორი გააჩინა. შესაბამისად, საქართველოში კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
ცხადია, ინვესტირებას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად სჭირდება. უნდა იცოდე, კომპანიის ფინანსების რომელ მაჩვენებლებს დააკვირდე, როგორ გადაამოწმო ბაზრის მდგომარეობა, როდის იყიდო და როდის გაყიდო ფასიანი ქაღალდები და ა.შ.
თუმცა, არსებობენ ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს ამ სამყაროში გზის გაკვალვას უმარტივებენ. ერთ-ერთი ასეთია თიბისის სმარტ პორტფელი, რომელიც ავტომატურად მართვად ჭკვიან სისტემას წარმოადგენს. სმარტ პორტფელი გემხარება ინვესტიცია ჩადო ისეთ აქტივში, რომლის მართვასაც შენი მხრიდან მინიმალური ჩართულობა დასჭირდება.
როგორ მუშაობს და რას გთავაზობს სმარტ პორტფელი
ვიდრე სმარტ პორტფელში ინვესტირებას დაიწყებ, შენი მიზნები და რისკიანობის დონე უნდა დაადგინო. ამისთვის თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე მარტივი კითხვარის შევსება მოგიწევს. სწორედ შენი პასუხების საფუძველზე სისტემა თავად განსაზღვრავს და შენზე მორგებულ პორტფელს შემოგთავაზებს.
მას შემდეგ, რაც მარტივ კითხვებს უპასუხებ, სამიდან ერთ-ერთი, შენთვის სასურველი ტიპის პორტფელი უნდა აირჩიო:
- კონსერვატიული პორტფელი: ეს ნაკლებადრისკიანი, სტაბილურობაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის გათვლილი პორტფელია. ბუნებრივია, შედარებით მცირე რისკის მქონე გარემოში პოტენციური შემოსავალიც დაბალია.
- დაბალანსებული პორტფელი: ამ ტიპის პორტფელს ისეთი ინვესტორები ირჩევენ, რომლებიც თანხის დაბანდებიდან სარგებლის მიღებას საშუალოვადიან პერსპექტივაში ელოდებიან. ამ შემთხვევაში რისკიც და სარგებელიც საშუალო დონეზეა განაწილებული.
- დინამიური პორტფელი: თუ რისკი და ბაზრის მერყეობა არ გაშინებს, ეს პორტფელი შენთვის არის. ამ შემთხვევაში შენი საინვესტიციო სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
რა არის სმარტ პორტფელის უპირატესობები
სმარტ პორტფელი დივერსიფიცირებული პორტფელია, რომელიც შენს ინვესტიციას სხვადასხვა ტიპის აქტივში ანაწილებს (აქციები, ობლიგაციები და სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდები). ეს სტაბილურ გარემოს ქმნის და რისკებს მაქსიმალურად ამცირებს, რადგან პორტფელი ბაზრის ექსპერტების მიერ მზარდი პოტენციალის მქონე აქტივებით არის შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ სმარტ პორტფელის სისტემა აქტივებს ყოველდღიურად, ავტომატურ რეჟიმში აბალანსებს. შესაბამისად, ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული.
სმარტ პორტფელი გთავაზობს მაქსიმალურად მარტივ მართვის სისტემას. ამ შემთხვევაში ფინანსური ბაზრის მუდმივი მონიტორინგი არ გჭირდება, რადგან პორტფელი საინვესტიციო აქტივების სიას თავად არჩევს.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ია. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი მხოლოდ $20-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ პორტფელიდან სასურველი თანხის გატანაც შეგიძლია და მისი სხვა პორტფელით ჩანაცვლებაც. თუმცა, მის სტრუქტურას, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული, ვერ შეცვლი.
ამასთან, უნდა გაითვალისწინო, რომ საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. სმარტ პორტფელის შეძენაც მობაილბანკის საშუალებით შეგიძლია. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
კომენტარები