ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი — ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ფოტო: PSP
ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია, შეიძინოს არომათერაპიის სფეროს ლიდერი ბრენდის პროდუქცია, ფიურესენშელი (Puressentiel) PSP-ს აფთიაქებში.
სახელწოდება "Puressentiel" ასახავს ბრენდის ბუნებრივ, სუფთა და აუცილებელ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფილოსოფიას — ეთერზეთების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტისთვის.
პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით, სასიამოვნო სურნელითა და ტექსტურით, უსაფრთხოების მაღალი სტანდატებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მგრძნობიარე კანისთვის. ყველა პროდუქტი იწარმოება საფრანგეთში, კერძოდ, დრომის რეგიონში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოპოვებული მცენარეების გამოყენებით.
კომპანიის სპეციალიზაციაა 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე დამზადებული გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოება. პროდუქცია არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს.
ბრენდის უნიკალურობას ქმნის ნაწარმის გამოშვების ინოვაციური ფორმები და გამოყენების სიმარტივე: როლერი, ინჰალატორი, გელი, სპრეი, საწუწნი ტაბლეტები და ა.შ. კომპანიის მისიაა —გახდეს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ბუნებრივ ეთერზეთებზე შექმნილი მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც არა მხოლოდ იცავს მწერების ნაკბენისგან, არამედ ხელს უწყობს უკვე არსებული გაღიზიანების, ქავილისა და შეშუპების სწრაფ შეჩერებას. უსაფრთხო ფორმულა, რომელიც არ შეიცავს პარაფინებს, სინთეზურ საღებავებსა და არომატიზატორებს, თამამად გამოყენების საშუალებას იძლევა ბავშვებსა და მგრძნობიარე კანის ადამიანებისთვისაც. დამატებით, ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფენ სასიამოვნო სურნელს.
განსაკუთრებით სიცხისა და ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის ფონზე, ხშირად ვაწყდებით ფეხების სიმძიმის, შეშუპებისა და სისხლის მიმოქცევის შეფერხების პრობლემებს. მაღალი ტემპერატურა აუარესებს ვენურ ცირკულაციას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდხანს დგას ან ზის.
ცირკულაციის სპრეი ამ შემთხვევაში იდეალურ გადაწყვეტას გთავაზობთ გამაგრილებელი ეფექტით, რაც სწრაფად ამცირებს დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.
განსაკუთრებით ეფექტურია ცხელ დღეებში და იდეალურია მოგზაურობისას, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ.
ამასთან პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს, როგორც რესპირატორულ, კუნთებისა და სახსრების, სტრესისა და თავის ტკივილის საწინააღმდეგო პროდუქტებს, ისე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ და გამწმენდ-სადეზინფექციო მრავალეფროვან პროდუქციას.
“სახელწოდება ორი ფრანგული სიტყვის კომბინაციაა "Pur" — სუფთა, რაც ასახავს კომპანიის ერთგულებას მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტების მიმართ და "Essentiel" — აუცილებელი, ეთერზეთები, რაც კომპანიის პროდუქციის საფუძველია.
კომპანიას დაფუძნებულია სამ ძირითად ღირებულებაზე — “NATURAL, COMMITMENT, PERFORMANCE“, ანუ ბუნებრივი წარმოშობის, პასუხისმგებლობით შექმნილი და ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული პროდუქციაა.
კომპანია დააარსეს 2005 წელს, იზაბელ და მარკო პაკიონებმა პარიზში. ფურესენშელის დაფუძნებით მათ შექმნეს პირველი არომათერაპიის ლაბორატორია, ადამიანისა და ბუნების სრული პატივისცემით. კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი ეთერზეთებისა და მეცნიერების შესაძლებლობებს ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კეთილდღეობის მხარდასაჭერად.
“პროდუქციის ორგანულობა, ეფექტურობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და ბრენდს აქვს არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატი.
ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლიათ გაეცნონ ეთერზეთების ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ძალას მსოფლიოს წამყვანი და ევროპის N1 არომათერაპიის ბრენდისგან“- აცხადებენ PSP-ში.
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები