Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე
ფოტო: თიბისი
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12 კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.
სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.
პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 21-მა გუნდმა, რომელმაც 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. გუნდებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომელიც გაემგზავრა ტალინში და გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის Startup Wise Guys-ის ინტენსიური ტრენინგები. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნენ ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.
დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9 სტარტაპი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.
დემო დღის მონაწილე სტარტაპები:
- Helio.AI — რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში, გემიფიკაციით ეხმარება.
- KidNest — საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
- Gakvetilo.ge — არაფორმალური განათლების პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის.
- Bitpulse — კრიპტოვალუტების კურსის ცვლილებების წინასწარი იდენტიფიცირების პლატფორმა.
- TourTour — სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
- Wenroll -—მასტერკლასების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
- Connect. — მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
- Wisp — წერა-კითხვისა და ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია ყრუ ადამიანებისთვის.
- Roommate Georgia — ხელმისაწვდომი ბინები სტუდენტებისთვის, უზრუნველი გაქირავება ბინის მეპატრონეებისთვის.
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Stori, Wempler, Lawformer, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.
"ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ პრე-აქსელერაციის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობით გავამდიდროთ, ამ მხრივ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან დავიწყეთ თანამშრომლობა Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. წლევანდელმა მონაწილე სტარტაპებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტალინში მიღებული გამოცდილება და დემო დღეზე კიდევ უფრო მომზადებულები წასდგნენ სტურების წინაშე" — აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.
"თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაწყების დღიდანვე მხარს უჭერს სტარტაპ პრე-აქსელერატორს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი პრე-აქსელერატორი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის ტრენინგები გაიარეს, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს მათ და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შანსებს", — ანკა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.
სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, სტარტაპერი, Startup Wise Guys.
მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: preacceleration.com
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები