საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის პროექტი STEM სკოლა გრძელდება — გაიცანით წარმატებული მოსწავლეები
ფოტო: საქართველოს ბანკი
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს — STEM სკოლას ახორციელებენ. პროექტის მიზანი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას ინჟინერიის, ფიზიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც დაეხმარება მათ, შეიქმნან ბაზისი მომავალი პროფესიებისთვის. STEM სკოლაში სწავლის სურვილი ათასობით მოსწავლემ გამოთქვა. პროექტისთვის მონაწილეების შესარჩევად ახალგაზრდებს ტესტი უტარდებათ, სკოლაში სწავლას კი მაღალი ქულების მქონე ახალგაზრდები აგრძელებენ. საუკეთესო შედეგის მქონე რამდენიმე ათეულ მოსწავლეს კი საქართველოს ბანკი STEM სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.
საქართველოს ბანკის მიზანია, ხარისხიანი განათლება ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, STEM სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც ნიშნავს იმას, რომ გაკვეთილებზე დასწრება საქართველოს ფარგლებში, ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
STEM სკოლაში მიღებული გამოცდილების შესახებ კი ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გვიყვებიან.
"STEM განათლება აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას, სკოლის პროგრამის ფარგლებში კი მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკასთან გვაქვს შეხება. ჩვენ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, შემესწავლა ინჟინერია და მეტი გამეგო ტექნოლოგიებისა და ამ ოთხივე კომპონენტის ურთიერთკავშირის შესახებ. STEM სკოლამ ჩემი მოლოდინები გაამართლა, რისთვისაც პროექტის შემქმნელებისა და პედაგოგების მადლობელი ვარ," — ამბობს პროექტის მონაწილე, თეკლა ჩოგოვაძე.
თეკლა განმარტავს, რომ STEM სკოლაში სწავლის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესოა. ამასთან, პროექტი აძლევს მას შესაძლებლობას, გაიცნოს სხვადასხვა რეგიონის ნიჭიერი თანატოლები.
"სწავლების პერიოდში ჩემთვის ყველაზე საინტერესო წრედების აწყობის პროცესი იყო, რაც მომავალში ტექნოლოგიების მარტივად შექმნაში დაგვეხმარება. STEM მეცნიერება მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ვითარდება, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, სწავლა ამ მიმართულებით განვაგრძო", — ამბობს თეკლა ჩოგოვაძე.
ანასტასია კუჭავას კი ყველაზე მეტად კოდის წერა მოსწონს.
"ჩემი მეგობრები ამ პროექტში შარშან ჩაერთნენ, ამიტომ STEM სკოლის შესახებ თავიდანვე ბევრი რამ ვიცოდი. მოლოდინი მქონდა, რომ სწავლის პროცესი საინტერესო, ინოვაციური, აქტუალური და მხიარული იქნებოდა. ჩემი მასწავლებლის, უტა კილასონიას, გაკვეთილებმა მოლოდინს გადააჭარბა. STEM სკოლის თითოეული შეხვედრა თავისებურად საინტერესო და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით გამოვარჩევდი კოდის წერის კურსს. პირველად დაწერილი კოდის შედეგად ამუშავებულმა სისტემამ უდიდესი სიხარული მომანიჭა", — ამბობს ანასტასია.
განმარტავს, რომ STEM სკოლა ეხმარება მას, სიღრმისეულად გაერკვეს მრავალ, მისთვის საინტერესო საკითხში.
"ყველაზე საინტერესო გაკვეთილები ალბათ ჯერ კიდევ წინაა. დღეს ჩვენი თაობა ინდუსტრიული ევოლუციის მოწმეა. ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის რობოტებსა და ინტერნეტის შესაძლებლობებს. ტექნოლოგიებმა და ინოვაციებმა მისეულად უნდა გარდაქმნან სამყარო, რაც ბოლო პერიოდში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ, მხოლოდ სასკოლო საგნების შესწავლა აღარ იქნება საკმარისი. ჩემს მომავალ პროფესიასაც ალბათ STEM მიმართულებას დავუკავშირებ", — ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე, ანასტასია კუჭავა.
პროექტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ STEM სკოლა განსაკუთრებულია, რადგან აძლევს მათ ისეთ ცოდნას და გამოცდილებას, რომლის მიღების შესაძლებლობაც აქამდე სკოლაში არ ჰქონიათ. ამასთან, გარდა იმისა, რომ STEM სკოლის გაკვეთილები საინტერესოდ მიმდინარეობს, სწავლის პროცესი შემეცნებითი და სახალისოცაა.
"STEM სკოლაზე ჩემი კლასელებიდან ბევრი რამ უკვე ვიცოდი, ამიტომაც ზოგადი წარმოდგენა თავიდანვე შექმნილი მქონდა. ვიცოდი, რომ ისეთ რაღაცებს ვისწავლიდი, რაც რეალობაში გამომადგებოდა და მართალიც აღმოვჩნდი, თუმცა ამასთან ერთად STEM სკოლა ბევრი სხვადასხვა უნარის გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული. აქ ბევრ საინტერესო საკითხზეა საუბარი, რაც ძალიან მომწონს. ზოგადად, მინდოდა ინჟინერია უკეთ შემესწავლა და ეს პროექტი ნამდვილად დამეხმარა ჩემი მიზნის მიღწევაში. ვფიქრობ, STEM სკოლა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ისწავლონ ისეთი საკითხები, რომლებსაც ჩვეულებრივ სკოლებში ვერ ისწავლიან, მით უმეტეს, თუ აპირებენ მომავალი ინჟინერიას ან რაიმე მსგავსს პროფესიას დაუკავშირონ", — ამბობს STEM სკოლის პროექტის მონაწილე, გიორგი ჯვარშეიშვილი.
STEM სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მათ, ვინც სასწავლო კურსს წარმატებით გაივლის, სერტიფიკატიც გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სწავლა 400-მდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია 100-მდე მოსწავლემ მიიღო.
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
კომენტარები