11 თვის განმავლობაში, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 14 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა — TI
მოკლედ: 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე — ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) ავრცელებს.
დეტალები: ამ საქმეებიდან
- ერთზე გამოძიება შეწყდა.
- 4 საქმე, არსებითი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა.
- 9 საქმეზე კი გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.
TI-ის კვლევის მიხედვით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია გამოიკვეთა:
მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები.
- ივნისში, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე იძალადეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვან მიშა მშვილდაძეზე, მომხდარზე სამართალდამცველმა უწყებამ პასუხისგებაში ერთი პირი მისცა.
- ივლისში, თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს კახეთის რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღონისძიების გასაშუქებლად ჩასულ “მთავარი არხისა” და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებს.
- ივლისში, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს “თბილისი პრაიდის” ღონისძიების გასაშუქებლად მისულ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს.
- აგვისტოში, თავს დაესხნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ “ხაიშში” ჩასულ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსაც.
- სექტემბერში, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა თბილისში თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა წაართვა “ტელეკომპანია პირველისა” და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებს.
- ოქტომბერში, "მთავარი არხის“ ცნობით, სამართალდამცველებმა სოფელ ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტეს მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო მსვლელობის გასაშუქებლად ჩავიდნენ. ადგილზე "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს და ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს ნასროლი ქვა მოხვდა, ჟურნალისტს კი - კვერცხი.
მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები
- ივნისში, საქალაქო სასამართლოში მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის პროცესზე მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა, ვატო შაქარაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი და პარტიის ყოფილი წევრია, თქვა, რომ თავდასხმის შემდეგი სამიზნე “ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე იქნებოდა.
- აგვისტოში, შოვში მომხდარი ტრაგედიისას, ინტერნეტგამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს “წყალში გადაგდებით” დაემუქრა საჯარო მოხელე. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს “არაკაცი” უწოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის წაშლაზე მიუთითა. მოგვიანებით, მანვე მთივლიშვილს “თვითგამოცხადებული ჟურნალისტიც” უწოდა.
- უცნობი პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანს, ირაკლი ტაბლიაშვილს.
- ოქტომბერში, ე.წ. ტრენინგების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია "ფორმულას“ ფოტოგრაფი ვახო ქარელი.
- დაფიქსირდა მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დისკრედიტაციის მცდელობის ახალი ფორმები. მაგალითად, სექტემბერში, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკმაყოფილების წერილით მიმართა საერთაშორისო დონორებს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ინტერნეტგამოცემა OC Media-მ მას Op-Ed-ის გამოქვეყნებაზე უთხრა უარი.
- ოქტომბერში, ხელისუფლებისადმი ლოიალურ ტელევიზიებში გავიდა სიუჟეტები, რომლებშიც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობდნენ, თითქოს ფრიდრიხ ებერტის ფონდი გამოცემა “ინდიგოსთან” ერთად საქართველოში რევოლუციური სცენარის მოწყობაში იყვნენ ჩართულნი.
- თებერვალში, ამოქმედდა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალი წესი, რომელმაც გააჩინა შიში, რომ კრიტიკული კითხვების გამო, ჟურნალისტებს შესაძლოა აკრედიტაცია შეუჩერდეთ. ახალი წესის საფუძველზე საპარლამენტო აკრედიტაცია უკვე კრიტიკული მედიის 11 ჟურნალისტს შეუჩერეს.
ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობა, დაკავება და დაჯარიმება
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” (ე.წ რუსული კანონის) კანონპროექტის წინააღმდეგ მარტის დასაწყისში გამართული აქციების გაშუქებისას, 2 ჟურნალისტი - ინტერნეტგამოცემა “პუბლიკას” დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და “ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. შემდგომ სასამართლომ ისინი დააჯარიმა. ამავე აქციებისას, დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევაც, ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასაც.
TI წერს, რომ იყო ჟურნალისტების მისამართით ჩადენილი ისეთი შესაძლო დანაშაულებიც, რომლებიც, შესაძლოა, პირდაპირ არ ებმის მათ პროფესიულ საქმიანობას, თუმცა აჩენდა შიშს, დაუცველობას და თავად ჟურნალისტები ამ დანაშაულების უკან მათი პროფესიული საქმიანობის კონტექსტს ხედავდნენ. მაგალითად:
- თებერვალში, დროის მცირე მონაკვეთში, ორჯერ გაქურდეს “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტის, ნატო გოგელიას ოზურგეთის სახლში.
- ივლისში, “ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილიდან წაიღეს გარე ვინჩესტერი, ძვირადღირებული პირადი ნივთები კი ხელუხლებელი დატოვეს.
- ასევე ივლისში, დოკუმენტები დაიკარგა ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის ბინიდანაც. ჟურნალისტის თქმით, პარალელურად, მას უთვალთვალებენ.
ბოლო ხაზი: “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო.
-
მუქარა, ევროკავშირის კრიტიკა და რუსეთისა და "ოცნების" იდენტუტი ნარატივები — რაზე ისაუბრა ზახაროვამ ბრიფინგზე? მუქარა, ევროკავშირის კრიტიკა და რუსეთისა და "ოცნების" იდენტუტი ნარატივები — რაზე ისაუბრა ზახაროვამ ბრიფინგზე?
გადახედვა
-
SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა
გადახედვა
-
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
-
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
-
მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე? შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
გადახედვა
-
ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს
გადახედვა
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
კომენტარები