ყველა ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შემეცნებით-გასართობი სავარჯიშოები. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ბავშვები პრაქტიკულ სავარჯიშოებს ხშირად ასრულებენ, ისინი გაცილებით უფრო სწრაფად სწავლობენ ლაპარაკსა და საგნების ცნობას. ასეთი სავარჯიშოები უამრავი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი სათამაშოებია. პირველ რიგში, ბავშვი სათამაშოებით ერთობა და საგანთან ურთიერთობა არ ბეზრდება, მეორეს მხრივ კი - საჭირო უნარებს იძენს და ამა თუ იმ სათამაშოს დანიშნულებისამებრ გამოყენებას სწავლობს.

საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს ისეთი სათამაშოები, რომლებიც თქვენი შვილების უნარების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს, რომლებსაც შემეცნებით-საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს, ქართველი ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული კომპანია ეიკო აწარმოებს. კომპანია ორმა მეგობარმა, საბა ღუდუშაურმა და სოფიკო ხიმშიაშვილმა, 2016 წელს დააფუძნეს.

ხის სათამაშოების შექმნის იდეა ტექნო პარკის გახსნის პერიოდს უკავშირდება, როდესაც ახალგაზრდებმა ერთ-ერთ პროექტში მიიღეს მონაწილეობა. ინსპირაცია სწორედ აქედან მოდის. დაფინანსების მოსაპოვებლად ეიკოს დამფუძნებლებმა სასტარტო კაპიტალის მოპოვებისთვის სტარტაპ საქართველოს მიმართეს და ხეზე მომუშავე დანადგარი შეიძინეს.

კომპანიის სახელი იაპონური ენიდან მომდინარეობს. ეიკო იაპონურ ენაზე დღეგრძელ ბავშვს ნიშნავს, რაც ზუსტად გამოხატავს კომპანიის შინაარსს. კომპანიის მიერ დამზადებული სათამაშოები გამოირჩევა ხარისხითა და იმით, რომ ეკოლოგიურად სუფთაა.

ფოტო: საბა ღუდუშაური

ეიკო სხვადასხვა ტიპის სათამაშოებს აწარმოებს. ერთ-ერთი გამორჩეული სათამაშო საქართველოს რუკაა, რომელიც ბავშვებს საქართველოს რეგიონების სწორად განაწილებას ასწავლის და მათ თავისებურებებს აცნობს.

არსებობს ისეთი სათამაშოებიც, რომლებიც ბავშვებს რამდენიმე ენის განვითარებაში ეხმარებათ. მთავარი ენა, ცხადია, ქართულია, თუმცა მის ფონზე, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ინგლისური და რუსული ენის უნარებიც განივითარონ.

ერთ-ერთი მთავარი სათამაშო პაზლებია, რომლებიც ბავშვებს მოტორიკის განვითარებაში ეხმარებათ. ეს იმ ტიპის სათამაშოა, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს აარჩიონ სასურველი ფიგურები და სპეციალურ დაფას შესაბამის ადგილებზე მოარგონ.

ფოტო: საბა ღუდუშაურ

ფოტო: საბა ღუდუშაურ

კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათი სათამაშოები შშმ პირებისთვისაც ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული იყოს. ამისათვის ისინი ძალიან ბევრს შრომობენ,

ეიკო უკვე ცნობილი კომპანიაა, რომელიც საკუთარ პროდუქტს განსაზღვრული აუდიტორიისთვის ყიდის. გაყიდვები ძირითადად სოციალური ქსელის გამოყენებით ხდება. მათი პროდუქტის ფასი ყველასათვის ხელმისაწვდომია. კომპანია სწრაფად ვითარდება და წინ დიდი გეგმები აქვთ. ეიკო უკვე მუშაობს საკუთარი შოურუმის გაკეთებაზე და სულ მალე მათ პროდუქტს ფიზიკური სივრცეც ექნება.

კომპანიისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბიზნესდაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული სტარტაპი ერთ-ერთია, რომელიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობს.