ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.
საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია — ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
საოპერაციო ცენტრი ჯივიპის ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის. შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი, კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს.
საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების ეფექტური და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც ჯივიპის ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ 17-ვე ქვეყანაში აქვს დანერგილი.
"კომპანიაში ჩატარებულმა სიღრმისეულმა აუდიტმა საოპერაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რაც გულისხმობს - ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას. ყველა ამ პრობლემას გადაჭრის კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება მოხდება ადგილზე. ცენტრები აღჭურვილი იქნება შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით. მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შემცირდება ავარიებზე რეაგირების დრო, რაც ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოვებს." — ხოსე მიგელ სანტოსი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ჯივიპის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ჯამში 4 ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
კომენტარები