სომხეთის პოლიციამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ინგუში გოგო "აიძულა, ოჯახს შეხვედროდა"
ფოტო: RFE/RL
ინგუში გოგო, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და სომხეთში თავშესაფარს ითხოვს, სავარაუდოდ, დროებით, პოლიციამ დააკავა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ბიძას საშუალება მისცეს, გოგოს პოლიციის განყოფილებაში შეხვედროდა.
21 წლის ფატიმა ზურაბოვა, სომხეთის პოლიციამ ერევანთან ახლოს მდებარე ქალაქ აშტარაკში იპოვა და ის ერევანში გადაიყვანა.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ახლობლებმა სომეხ სამართალდამცველებს, მისი მოძებნის თხოვნით, 10 ნოემბერს მიმართეს.
ვიდრე მას პოლიცია დააკავებდა, ზურაბოვამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ამბობდა, რომ რუსეთი საკუთარი ნებით დატოვა იმის გამო, რომ მასზე ოჯახში ძალადობდნენ. გოგომ თქვა, რომ სახლიდან არანაირი ძვირადღირებული ნივთი არ წამოუღია და სთხოვა ოჯახს, არ მოეძებნათ.
ზურაბოვას ერევანში გადაყვანის შემდეგ, მისი ბიძა, იუსუფ ზურაბოვი, რომელიც ინგუშეთის პარლამენტის წევრია, სომხეთის დედაქალაქში ჩაფრინდა და პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც მისი ძმისშვილი იყო დაკავებული. ჩრდილოკავკასიელ ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფი, "მარემი" ირწმუნება, რომ პოლიციამ ზურაბოვას ჩამოართვა მობილური ტელეფონი და ბიძასთან ერთად ოთახში ჩაკეტა.
ზურაბოვი, ასევე, იყო ინგუშეთის ეკონომიკის მინისტრი და არის პარტია "გაერთიანებული რუსეთის" აქტიური წევრი. ეს პარტია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ზურაბოვა არ დაუკავებიათ და სომხეთის საგამოძიებო დეპარტამენტში ყოფნის დროს, ის არცერთ ნათესავს არ შეხვედრია.
სომხეთის სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ პოლიციის ინფორმაციით, ზურაბოვა უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
რისკები სომხეთში
ოთხშაბათს, "მარემმა" "ჰოლოდ მედიას" განუცხადა, რომ ზურაბოვამ მათ, დახმარების თხოვნით, სექტემბრის ბოლოს მიმართა და უთხრა, რომ ოჯახში 15 წლის ასაკიდან სცემენ, "პრევენციული მიზნებისთვის".
"მათ ქამრით სცემეს გოგოს იმის გამო, რომ არასაკმარისად რელიგიურია, რადგან მისი საქციელი, შესაძლოა, ინგუში საზოგადოებისთვის შეუფერებელი ყოფილიყო", — განაცხადეს მარემში.
არსებული ინფორმაციით, ზურაბოვას დედამ უთხრა, რომ ოჯახი მის დაქორწინებას აპირებდა, ძმა კი აიძულებდა, სამსახურისთვის თავი დაენებებინა.
"ჩერტა მედიას" ინფორმაციით, გოგომ თქვა, რომ თუ ის ინგუშეთში დაბრუნდება, ოჯახი მას მოკლავს.
ასევე, მარემში ამბობენ, რომ ზურაბოვას ბიძამ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კონტაქტის შედეგად მოიპოვა გოგოს ტელეფონი, მიმოწერა და კონტაქტები.
მან, ასევე, მოითხოვა, რომ გოგო ინგუშეთში დაბრუნდეს ადვოკატების თანხლებით, სადაც ნათესავების წინაშე იტყვის, რომ ქვეყანა თავისი ნებით დატოვა.
მან, ასევე, თქვა, რომ შემდგომში "უარს იტყოდა მასზე, რადგან მას არ სჭირდება ასეთი დისშვილი“.
ზურაბოვმა, ასევე, განაცხადა, რომ გაუსწორდებოდა ყველას, ვინც გოგოს დაეხმარა — მათ შორის, ტაქსის მძღოლს, რომელმაც იგი აეროპორტში მიიყვანა.
"მარემის" დამფუძნებელი, სვეტლანა ანოხინა აღნიშნავს, რომ ზურაბოვი ძმისშვილს ქურდობაში ბრალის დადებითაც დაემუქრა. ქალებს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან გარბიან, ქურდობაში ადანაშაულებენ და მოგვიანებით, ოჯახებში აბრუნებენ.
"მარემის" ინფორმაციით, ზურაბოვამ დახმარება სომხეთის პოლიციას სთხოვა, თუმცა სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ არ შეეძლოთ მისი დახმარება, რადგან ძალადობა გოგოზე რუსეთში ხორციელდებოდა. პოლიციამ, სავარაუდოდ, ისიც უთხრა, რომ მას ლტოლვილის სტატუსი უნდა მოეთხოვა მიგრაციის სერვისიდან, რათა სახელმწიფოსგან დაცვა მიეღო.
სომხეთის სახალხო დამცველმა epress.am-ს განუცხადა, რომ მათი სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ზურაბოვა ოთხშაბათს მოინახულა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სომხეთში, შვილის მოსანახულებლად, ზურაბოვას დედაც ჩაფრინდა. უფლებადამცველმა მამიკონ ჰოვსეპიანმა პოლიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ზურაბოვას ოჯახს უფლება მისცა, გოგო მოენახულებინა.
"პირველ რიგში, საჭირო იყო პოლიციისა და სამართალდამცავების მხარდაჭერა, რაც არ მიუღია“, — განუცხადა ჰოვსეპიანმა რადიო თავისუფლებას. "ამბობენ, რომ თუ მოძალადე ძმაა და სომხეთში არ იმყოფება, მაშინ გოგოს საფრთხე არ ემუქრება. არ ითვალისწინებენ, რომ მთელი ოჯახი პოლიციაშია, რომ მას ემუქრებიან და ისინი [პოლიციელები] უბრალოდ, მზად არიან, გაუშვან“.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები