შსს: არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს — დაკავებულია 1 პირი
ფოტო: Shutterstock
ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს. On.ge-ს ინფორმაციით, ძალადობას გამოვლილი გოგო 2011 წელს არის დაბადებული.
შსს ამბობს, რომ
- დაკავებული 1 პირი.
- საქმეს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით — ეს გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწეველ პირთან.
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
ფართო სურათში: ეს არ არის არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისა და მასზე სექსუალური ძალადობის ერთეული შემთხვევა. ეს პრობლემაა მთელს ქვეყანაში, თუმცა, რეგიონებში — მეტად.
- ჯერ კიდევ 2018 წელს, ქალაქის ტიპის მაცხოვრებელი 20-24 წლის ასაკის ქალების 8% ამბობს, რომ გაიტაცეს "დაქორწინების მიზნით", სანამ 18 წლის გახდებოდნენ;
- იმავე პარამეტრებით, სოფლის ტიპის დასახლებებში ქალების 25% იყო "დაქორწინებული", ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ "ქორწინებაში" სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე.
განახლებული მონაცემებით:
- გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის 2022 წლის მონაცემებით, ბავშვობის ასაკში "ქორწინების მიზნით" გატაცების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს.
- 2022 წელს, ადრეულ ასაკში "ქორწინების" 400 შემთხვევაა აღრიცხული და ეს მონაცემი მკვეთრად აღემატება გასულ წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას, — წერს სახალხო დამცველი — აქედან შსს-მ შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
პრობლემაა, რომ: UNFPA-ს მიხედვით, მსგავს შემთხვევებში, შესაბამისი უწყებების მხრიდან, უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა.
- საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, 39 საქმიდან, 29 საქმეზე (74%) დაიდო საპროცესო შეთანხმება;
- საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა, განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვანის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე.
სტრიქონებს შორის: კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა "ქორწინების" საზიანო პრაქტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, რის გამოც უმეტესად, არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ.
- წინა წლებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს დეტალურად სეგრეგირებულ სტატისტიკას ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.
ბოლო ხაზი: 2022 წელს, სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა, შემუშავდეს საკანონმდებლო პაკეტი, სექსუალური ძალადობის კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან მისასადაგებლად — განათლების სამინისტრომ უნდა მოამზადოს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ.
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი რემონტის გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი რემონტის გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
კომენტარები