კალციუმი და დ ვიტამინი — სასიცოცხლოდ აუცილებელი ძირითადი ელემენტი ბავშვთა ზრდა-განვითარებისათვის
ფოტო: ლოკო მოკო
კალციუმი და დ ვიტამინი — სასიცოცხლოდ აუცილებელი ეს ორი ძირითადი ელემენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში მათი ზრდა-განვითარებისათვის. თუ D ვიტამინის ძირითად ნორმას, ადამიანი მზის სხივებით იღებს, კალციუმი ყველაზე უხვი რაოდენობით რძესა და მის შემცველ პროდუქტებშია. რძე საერთოდაც კალციუმის საბადოდაა აღიარებული. ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება, ჯანსაღი კბილები, კუნთების, გულის კუნთის შეკუმშვა — ეს ის მოვლენებია, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ორგანიზმში კალციუმის რაოდენობასთან, თუმცა პრობლემა მხოლოდ მისი შემცველი პროდუქტის მიღებით არ წყდება.
იმისათვის, რომ ნაწლავებიდან კალციუმის ჯერ შეწოვა და შემდეგ მისი ძვლებში( მათ შორის კბილები) ტრანსპორტირება მოხდეს D ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, პედიატრთან ლამის პირველივე ვიზიტისას ყურადღება სწორედ ამ ვიტამინის მიღებას ენიჭება. სხვათა შორის, D ვიტამინს ორგანიზმში ჰორმონალური ფუნქციაც ენიჭება.
ჩვილობის შემდეგ, კალციუმის მიღების ყველაზე დიდი წყარო ცხოველური რძე და რძის პროდუქტებია. ბავშვთა კვებაში რძისა და მის პროდუქტებზე რეკომენდაცია ერთი წლიდან გაიცემა, თუმცა პედიატრთა ნაწილი რძისგან განსხვავებით მაწონს რეკომენდაციას 8 თვიდან უწევს. რა სიკეთეს ვაძლევთ ბავშვს ამ პროდუქტებით და რას გვთავაზობენ მწარმოებლები.
ფოტო: ლოკო მოკო
მშობელთა უმეტესობა რძის ისეთ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის მზადდება. არსებულმა ეკო პირობებმა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებთან ერთად, მოთხოვნილება ფორსირებულ ანუ ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებულ საკვებზეც გაზარდა. ამას თავის დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ ზუსტად არასდროს ვიცით მიიღებს თუ არა ბავშვი ულუფის იმ რეკომენდებულ რაოდენობას, რომელსაც პედიატრი საკმარისი რაოდენობით მინერალებისა და ვიტამინების მისაღებად გასცემს და მეორე — ამ ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით შეწოვაა.
ზემოთჩამოთვლილი პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ორგანიზმის მიერ კალციუმისა და დ ვიტამინის მიღებას უკავშირდება შეიქმნა სანტე ჯი ემ თი პროდუქტების ბავშვთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ხაზი — ლოკო მოკო. ნატურალური, ქართული ნედლი რძე და მისგან ენდემური დედოთი დამზადებული მაწონი — ეს ორივე პროდუქტი კალციუმის და D ვიტამინის რეკომენდებული დღიური ნორმითაა გამდიდრებული. ადგილობრივი , ენდემური პროდუქტი, რომ პრიორიტეტულია ბავშვთა კვებაში ამაზე არავინ დავობს , მითუმეტეს რძის პროდუქტი, რომელიც რაც უფრო ნაკლებ გზას გადის თქვენს სახლებამდე, მით მეტია მისი სარგებელიც. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ლოკო მოკოს რძე და მაწონი თქვენს პატარამდე სრული ჰერმეტიზაციის და რძის პროდუქტებისათვის რეკომენდებული წარმოება შენახვის ევროპული სტანდარტის დაცვით ხდება.
რატომ რძე და რატომ მაწონი? თუ ორივე ერთად?
ფოტო: ლოკო მოკო
თუ რძე კალციუმის პირდაპირი საბადოა, მითუმეტეს თუ იგი D ვიტამინითა და კალციუმით კიდევ უფრო გამდიდრებულია, მაწონი ტრადიციული, კავკასიური რძემჟავა პროდუქტია, რომელსაც კავკასიელთა დღეგრძელობის მიზეზად მოიხსენიებდნენ. "საიდუმლო" მიზეზი, რომელიც ჩვენს, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას განაპირობებს ენდემურ დედოშია. სწორედ ასე მზადდება ლოკო მოკოს მაწონი. მაწვნის დედო მაწვნის მსუბუქ მომჟავო გემოს განაპირობებს. სწორედ ეს რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების პრობიოტიკების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ბაქტერია, სულაც არაა მავნებელი, პირიქით პრობიოტიკებს სხვანაირად მეგობარ ბაქტერიებსაც უწოდებენ. ისინი ცოცხალი მიკროორგანიზმებია და დადებით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე, აძლიერებენ რა საჭმლის მომნელებელ სისტემას.
პედიატრთა რეკომენდაციით ცხოველური რძის მიღება ბავშვებისათვის 5 წლამდე აუცილებელი, შემდეგ კი სასურველია.
და კიდევ ერთხელ, რატომ ეს პროდუქტები? — რძე ცილების და ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა, ისევე, როგორც ვიტამინების და მინერალების. კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია, რიბოფლავინი, B12, A და D ვიტამინები — ყველა ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია ბავშვთა ასაკში ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის და ჯანსაღი კბილებისათვის. რძის მიღებით ბავშვი ყველაზე მეტ კალციუმს იღებს. ლოკო მოკოს D ვიტამინით და კალციუმით გამდიდრებული რძე თავის მხრივ კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს ორგანიზმში. ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ. თუმცა, თუ იგი ლოკო მოკოს რძეს იღებს ეს სარგებელი მცირე ულუფის მიღებითაც იოლად მიიღწევა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები