"ღირსების დასაცავად" — სამშობლოში დაბრუნებული ერაყელი იუთუბერი მამამისმა მოკლა
22 წლის ერაყელი იუთუბერი ტიბა ალ-ალი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოკლა. დანაშაული წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა, მსოფლიო მედიის ყურადღება მან მას შემდეგ მიიქცია, რაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა.
ტიბამ ერაყი 17 წლის ასაკში დატოვა და სწავლის გასაგრძელებლად ცხოვრება სტამბოლში დაიწყო. მისი თქმით, ქვეყანაში ცხოვრება ისე მოეწონა, რომ დარჩენა გადაწყვიტა. საკუთარ ვიდეოებში, რომელთაც იუთუბზე 20 ათასზე მეტი გამომწერი ადევნებდა თვალს, ახალგაზრდა ქალი სწორედ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, თავის მოვლის რუტინასა და პირად ურთიერთობებზე საუბრობდა ხოლმე.
გავრცელებული ცნობით, ტიბას მამა, ტაიპ ალი, თავისი შვილის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის წინააღმდეგი იყო. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა შვილის ურთიერთობას სირიელ საქმროსთან.
იანვრის თვეში კი, როცა იუთუბერი შინ ოჯახის მოსანახულებლად დაბრუნდა, დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. ტაიპ ალი პოლიციას თავადვე ჩაბარდა, მაგრამ დამნაშავეს მხოლოდ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შემდეგ ერაყის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ქალი გამოვიდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გასაპროტესტებლად. ერაყის სისხლის სამართლის კოდექსი ოჯახის წევრის მკვლელობაში დამნაშავეს სასჯელს უმსუბუქებს, თუ მოტივად "ღირსების დაცვა" სახელდება. "ღირსების სახელით" მკვლელობა კი შუა აღმოსავლეთის ქვეყანაში იშვიათობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ამგვარ დანაშაულს გამართლებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც უძებნიან.
"კანონის თვალსაზრისით, ეს დანაშაულებრივი შემთხვევაა", — აცხადებს ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გენ საად მაანი, ტიბა ალ-ალის მკვლელობაზე, — "მეორე მხრივ, ეს ღირსების სახელით მკვლელობაა".
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი სამართალი ქალებს და გოგოებს სხვა კანონებითაც აქცევს დაუცველად. მაგალითად, ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლი კაცს "ცოლის დასჯის" უფლებასაც ანიჭებს.
"ეს მკვლელობები შედეგია ფესვგადგმული ქალთმოძულეობისა და სურვილისა, გააკონტროლონ ქალის სხეული და ქცევა", — ამბობს აქტივისტი ლეილა ჰუსეინი, — "როცა ვამბობთ, რომ მკვლელობა 'ღირსების სახელით' მოხდა, ეს მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისთვის საზიანოა. ის ქალებს საკუთარ სიკვდილზე აკისრებს პასუხისმგებლობას, თითქოს მათ ეს თავადვე გამოიწვიეს არასწორი ან სამარცხვინო საქციელის ჩადენის გამო".
აქტივისტები ასევე ამბობენ, რომ იუთუბერის მკვლელობა ცალკეული შემთხვევა არაა და ბევრი მსგავსი ამბავი საერთოდ არც გახმაურებულა.
გაეროს ცნობით, მსოფლიოში "ღირსების დასაცავად" ყოველწლიურად 5 ათას გოგოს და ქალს კლავენ საკუთარი ოჯახის წევრები.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები