გიორგი ვაშაძე

15 Aug. 2023, 11:15

ქართულ ოცნებას ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით სასწაულად გადაურჩნენ შოვის ტრაგედიას და მიზანმიმართულად თავს ესხმის მათ, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან თვითმხილველები იმისა, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

ის ბინძური კამპანია, რაც შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ კობახიძემ დაიწყო და შემდეგ ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა განაგრძეს, ნათლად გამოხატავს მათ გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი, ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ.

მსგავსი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ არავის შერჩება! ძალიან მალე ქართული ოცნება პასუხს აგებს ყველა იმ ზიანის გამო, რაც საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს მიაყენა.

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 14 აგვისტოს ქართული ოცნების ლიდერებმა შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილები გააკრიტიკეს და მათი მონათხრობი ეჭვქვეშ დააყენეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…