ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩენილია 2017 წელსაც
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა On.ge-ს ელექტრონული მიმოწერის საშუალებით უპასუხა, რომ ტყვიის საგანგაშო დოზა საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში აღმოჩნდა 2017 წელსაც.
On.ge-მ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს მიმართა კითხვით, ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზის შემცველობის შესახებ ისინი კვლავ აფრთხილებენ თუ არა პოტენციურ მომხმარებლებს, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
"დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების იდენტიფიცირებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ნაყიდი, ან საქართველოდან გამოგზავნილი სუნელების მოხმარებასთან. ჩვენ, ზოგადად, რეკომენდაციას ვაძლევთ ადამიანებს, რომ სუნელები შეიძინონ ნიუ-იორკის ადგილობრივ მაღაზიებში. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში უფრო მეტად არის ტყვიის მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სუნელებში".
როგორც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი On.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში წერს, ისინი საფრთხის შესახებ რეგულარულად აფრთხილებენ ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს.
უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ. მათ შორის, "საგანგაშო ოდენობის" ტყვია აღმოჩნდა 2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც. თუმცა, წერილში არ წერია, კონკრეტულად რომელი ბრენდის, ან რა სახით დაფასოებული სუნელებია შემოწმებული და საფრთხის შემცველი. ამის დაზუსტებას ჯანდაცვის დეპარტამენტი უახლოესი დღეებისთვის დაგვპირდა.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მათ მიერ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm (27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გარკვევით ამბობს, რომ მათი გაფრთხილება, ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, ახლაც ძალაშია. თუმცა, მათ საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 და 2015 წლებში გააფრთხილეს და ინფორმაცია შემდგომი გამოძიებისთვის გაუგზავნეს ქართულ მხარეს. მათივე თქმით, 2015 წელს გამოქვეყნებული გაფრთხილება კი საქართველოს საკონსულოსთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა გაეფრთხილებინათ ქართული სუნელების პოტენციური მომხმარებლები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით, პრობლემის არსებობას უარყოფს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო. On.ge-მ 2017 წლის 30 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები პირები ამ დრომდე იღებენ გაფრთხილებას სუნელებში ტყვიის არსებობის შესახებ. გაფრთხილებაში წერია, რომ ტყვიის შემცველი საკვები განსაკუთრებით მავნეა ორსულებისა და ბავშვებისათვის და ის სერიოზულ გართულებებს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილება On.ge-ს წყარომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. On.ge-მ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა კითხვით, რა იცოდნენ აღნიშნულის შესახებ და ასევე, ბოლოს როდის შეამოწმეს და საერთოდ, შეამოწმეს თუ არა ტყვიის შემცველობაზე რომელიმე სახეობის სუნელი.
გაფრთხილება, რომელიც მიიღო ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა.
ფოტო: On.ge
საპასუხოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ახლაც აფრთხილებს მომხმარებლებს ქართული სუნელების შესახებ, ტყუილია. მოგვიანებით, სააგენტომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მედია დაადანაშაულა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში. უწყების განცხადებაში წერია:
"სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.
დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან".
On.ge გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ყველა შესაძლო გზით შეეცდება მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახეობის სუნელს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო მძიმე მეტალების შემცველობაზე, როგორია შემოწმების სიხშირე და შედეგები, ასევე, ბოლოს როდის ჩატარდა მსგავსი შემოწმება.
-
კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
გადახედვა
-
დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია
გადახედვა
-
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა
-
გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
-
ლაშა ტუღუში: ღონისძიებებს, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ლაშა ტუღუში: ღონისძიებებს, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას
გადახედვა
-
ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს
გადახედვა
-
რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას? რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას?
-
კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
-
რა მსოფლიო ჩემპიონატი? აი, რას უნდა უყუროთ ამ ზაფხულს რა მსოფლიო ჩემპიონატი? აი, რას უნდა უყუროთ ამ ზაფხულს
გადახედვა
-
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს
გადახედვა
-
"ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს "ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს
გადახედვა
-
საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
გადახედვა
-
რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა? რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა?
გადახედვა
-
ეს ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია — ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას ეხმიანება ეს ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია — ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას ეხმიანება
გადახედვა
-
Google Earth-ის ახალი ფრენის სიმულატორით მსოფლიოს გარშემო ფრენა შეგიძლიათ Google Earth-ის ახალი ფრენის სიმულატორით მსოფლიოს გარშემო ფრენა შეგიძლიათ
გადახედვა

კომენტარები