პროპაგანდა, რომელიც ქართული ოცნების ლიდერებმა ომის მე-15 წლისთავზე ძმათა სასაფლაოზე გააჟღერეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი ყველა კონფლიქტის დროს ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მისი ქმედებები "პროვოცირებული" და გამართლებულია. ასე იქცევა დღეს უკრაინაში და ასე იქცეოდა წლების განმავლობაში საქართველოშიც.
- ოკუპანტი ქვეყანა დღემდე არ აღიარებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს შემოიჭრა და ავრცელებს მოსაზრებას, თითქოს 2008 წლის 8 აგვისტოს "საქართველოს აგრესიას" უპასუხა და ამიტომაც დაიწყო ომი.
- კრემლის პროპაგანდა მალავს იმასაც, რომ ეს თავდასხმა წლებით ადრე დაგეგმეს — ამაზე უამრავი წყარო მიუთითებს, მათ შორის, გავლენიანი კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები; საერთაშორისო, ქართულ და რუსულ მედიებში 2008 წელს გამოქვეყნებული მასალები, ოკუპანტების "აღიარებები" და ცნობები სახელმწიფოებრივ დონეზე.
- წლების განმავლობაში ყოფილი ხელისუფლებაც ომის წლისთავზე ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს ადიოდა და ასე აკეთებს დღემდე მოქმედი ხელისუფლებაც.
- საუბარი იმაზე, რომ რუსეთი 8 აგვისტოს პროპაგანდისტულ თარიღად იყენებს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა და ეს პერიოდია ქართული ოცნების ხელისუფლებას მუდმივად მოუწოდებენ, შეცვალოს მიდგომა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად სასაფლაოზე არა 8, არამედ 7 აგვისტოს ავიდეს.
- თუმცა, ასე არ ხდება — ყოველ წელს ისინი 8 აგვისტოს ადიან და კრიტიკას არა არგუმენტებით, არამედ ყოფილი ხელისუფლების ქმედებების შეხსენებით პასუხობენ, ასე მოხდა დღესაც.
რა თქვა ღარიბაშვილმა: კითხვების დასმამდე პრემიერმა თქვა, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც დაატყდა ქვეყანას და ჯარისკაცები გმირულად შეეწირნენ მას.
- თავიდან აგრესორი რუსეთის ხსენების გარეშე ისაუბრა მსხვერპლზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, ოკუპაციაზე და ტრადიციულად, "ომის აცილების" ნარატივი გაავრცელა.
- "მე მინდა დღეს აღვნიშნო, რომ, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა", — ამტკიცებდა ღარიბაშვილი და არ პასუხობდა კითხვებს, როგორ შეიძლებოდა არიდება.
- "ნუ მაწყვეტინებთ, როცა ვსაუბრობ, თუ არ მისმენთ, მიბრძანდით აქედან, რომ არ შემაწყვეტინოთ", — უთხრა მან ჟურნალისტს.
- ამის შემდეგაც ოკუპანტი ქვეყნის, მათი ხელმძღვანელობის და ჯარის კრიტიკის ნაცვლად, ისევ მიხეილ სააკაშვილს გადასწვდა:
- "ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ხალხს და მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან სირცხვილი ჭამა და ნახა მთელმა საზოგადოებამ, არამხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ".
- ამის შემდეგ პრემიერმინისტრმა რამდენიმე კითხვა დასვა, რომელიც მისი თქმით, საზოგადოებას აქვს: რატომ დავკარგეთ უბრძოლველად კოდორის ხეობა, რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და რატომ ვერ მოხდა თავის დროზე სათანადო პრევენცია ამ ომის, რატომ ვერ მოხდა რისკების შეფასება.
- "ამას პატარა ბავშვი გათვლიდა, იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომელიც ომამდე, რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა", — ამტკიცებდა ის.
- მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი მაშინდელ ხელისუფლებას დააბრალა, გაახსენდა და ახსენა, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია.
ჟურნალისტმა ღარიბაშვილს უთხრა, რომ მან უფრო მეტი დრო დაუთმო წინა ხელისუფლებაზე საუბარს რუსული აგრესიის ნაცვლად და ჰკითხა, სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია, რომ 20%-ის დაკარგვაში ადანაშაულებს წინა ხელისუფლებას, როცა ყველამ, მათ შორის საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა.
- "მე მინდა შემდეგი რაღაც გიპასუხოთ. ის რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამე ვიცი, რაც თქვენ არ იცით და რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის", — თქვა პრემიერმა და არ თქვა, რა იცის, თან ეს იმით ახსნა, რომ ქვეყნის ინტერესებს უფრთხილდებოდა.
- "ბუნებრივია, რომ ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის". — გაიმეორა ღარიბაშვილმა და ისევ არ განმარტა, როგორ უნდა აერიდებინა ომი ქვეყანას, როცა რუსეთი ამ აგრესიას წლების განმავლობაში გეგმავდა.
- მეტიც პრემიერმინისტრმა იკითხა, ვინ უნდა გააკრიტიკოს და ვინ დაგმოს, თუ არა "მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას".
- თქვა ისიც, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩაიდინა საშინელი ღალატი, რა დროსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მაშინ რატომ არ აქვთ წარდგენილი ამისთვის ბრალი.
- "ძალიან კარგი კითხვაა. გასაგებია თქვენი ეს ემოცია, ვიცი რომ ხართ სუბიექტურად განწყობილი, მაგრამ თქვენ თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქენი, უნდა გადარდებდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი", — ასე, ჟურნალისტზე თავდასხმით უპასუხა ღარიბაშვილმა და არაფერი თქვა "კარგი კითხვის" პასუხად.
რა თქვა შალვა პაპუაშვილმა: პრემიერის შემდეგ იგივე ნარატივები გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემაც, თან საერთაშორისო თანამეგობრობის არაშესაბამის რეაგირებას გაუსვა ხაზი.
- "აგრესორი საზღვრებთან ახლოს, თუ საზღვრებიდან შორს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია, ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რა თქმა უნდა, ჰქონდეს ისეთი, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც აარიდებს ქვეყანას აგრესიას", — თქვა მან.
- აქვე მან აღიარა, რომ არის საკითხები რისი არიდებაც შეუძლებელია, როცა ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა და რთულია მას წინ აღუდგე, თუმცა მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები.
- "თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით ა ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არამხოლოდ სამხედრო, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით", — განაცხადა პაპუაშვილმა.
- რაც შეეხება ომის დაწყების თარიღს, მანაც ახსენა, რომ ასე იქცეოდა ყოფილი ხელისუფლებაც: "ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს დაღუპულების ხსოვნას. ყველას ხსოვნას. 6 აგვისტოს სამშვიდობოები, რომლებიც დაიღუპნენ, 9 აგვისტოს — ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს — დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა და ეს მანიპულაცია თარიღებით არის, რა თქმა უნდა, არასწორი".
- "მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ყველა შტო და ბერკეტი დაკარგეს, მათ [ყოფილმა ხელისუფლებამ] გადაწყვიტეს რატომღაც, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, რა მოხდა მათ გონებაში ასეთი, რომ არა დაღუპულის ოჯახის წევრებთან მიაგებენ პატივს, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე", — პაპუაშვილმა ეს იმით განმარტა, რომ ნაციონალური მოძრაობის არსი და მიზანი გახლეჩვაა და იქვე პრეზიდენტს გადასწვდა.
- "სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არჩია, აყვეს ნაციონალური მოძრაობის ამ პოლიტიკას და დღეს დაღუპულების ოჯახებთან არ არის ძმათა სასაფლაოზე" — თქვა პაპუაშვილმა ზურაბიშვილზე, რომელიც სასაფლაოზე გუშინ ავიდა.
- "ეს იგივეა, რაც 9 და 8 მაისის ისტორია, იგივეა, რაც 7 იანვრის და 25 დეკემბრის ისტორია — ეს არის პოლიტიკა გამიჯვნისა, პოლიტიკა გახლეჩვისა და პოლიტიკა ზიზღის დათესვისა", — ასეთი პარალელი მოიყვანა პარლამენტის თავმჯდომარემ და რამდენჯერმე ხაზგასმით თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ჩვენი ქვეყნის ომზე სხვა ქვეყნები.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ: საუბარი იმით დაიწყო, რომ 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია და საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი.
- "მთავარი არის შედეგები. უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით. თქვენ იცით, რომ 2004-2012 წლებში რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი გავლენა საქართველოში. რაც გამოიხატა პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით და ეს იყო სწორედ იმ ღალატის შედეგი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ამ ღალატს ჰქონდა განგრძობითი ხასიათი", — თქვა კობახიძემ.
- რაც შეეხება თარიღს, კობახიძეს არ ჰგონია, რომ ეს არის პირველხარისხოვანი თარიღი.
- მანაც გაიმეორა, რომ ყოფილი ხელისუფლებაც წლების განმავლობაში 8 აგვისტოს აღნიშნავდა ამ თარიღს და ცდილობენ, საზოგადოება გახლიჩონ.
- "რაც შეეხება 7 და 8 აგვისტოს. მე მგონია, რომ სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც იყო ყველა თვალსაზრისით, 8 აგვისტოს ამ თარიღის აღნიშვნა, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით", — ამტკიცებდა კობახიძე.
- ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი სხვა ხელისუფლება არიან და არ უნდა იყენებდნენ არგუმენტად წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, თან ჰკითხეს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ნიშნავს თუ არა ომის დაწყებას.
- "ომის დაწყებას რაც შეეხება, ომის დაწყება ნიშნავს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას. ეს არის ომის დაწყება", — თქვა კობახიძემ და დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა უცხო ჯარის შემოსვლა ქვეყნის ტერიტორიაზე ომის დაწყება, იმავე ფრაზით უპასუხა.
რა თქვა კალაძემ: კალაძის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აგვისტოს მოვლენები და თქვა, რომ საზოგადოებაში ისევ ჩნდება კითხვები თარიღთან დაკავშირებით.
- მან ქართული ოცნების გენერალურ მდივანს ჰკითხა, რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს და რატომ არის დღემდე სადავო ეს საკითხი ასეთი პასუხი მიიღო:
- "აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები. თქვენ გადახედეთ წარსულს, არ მინდა ახლა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, თუმცა ნახეთ, რომ 2013 თუ 2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს ამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის. დავანებოთ თავი სპეკულაციებს".
აგვისტოს ომზე, რუსეთის პროპაგანდაზე, წინასწარ მომზადებულ სამხედრო აგრესიაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში — როგორ ემზადებოდა რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის.
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
კომენტარები