რას წერს გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიის გამომწვევს მიზეზებსა და 2022 წლის გეოლოგიურ დასკვნაზე
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
რა მოხდა: 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
- ბოლო მონაცემებით, იპოვეს 11 ცხედარი და 25 ადამიანის ძებნის ღონისძიებები გრძელდება.
- უკვე მესამე დღეა ადგილზე სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივები მუშაობენ, დღეს კი პროცესებში ჯარიც ჩაერთო.
დეტალები: გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტი სახელად — გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის.
- დოკუმენტის თანახმად, რაჭაში, სტიქიის ადგილას, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფის საშიშროების რისკი მაღალია.
- ნათქვამია, რომ ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
- ვკითხულობთ, რომ ღვარცოფული ნაკადების გავლა საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ ხდება.
- რეკომენდაციების ნაწილში კი ხაზგასმულია, რომ უნდა მოხდეს მდინარე დღვიორას პერიოდული გაწმენდა, დაღრმავება და ბორტების გამაგრება.
- ასევე, ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგი.
- გარდა ამისა, 2020 წელს მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა მოქალაქე. ის სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა, რომ მდინარე ბუმბულას ადიდების გამო მთავარი გზა დაზიანდა.
- მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ მიუხედავად ინფორმირებულობისა, ონის რაიონულმა გამგეობამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.
რას ამბობს სააგენტო: უწყება ამ მასშტაბის სტიქიის მიზეზად რამდენიმე პროცესის თანხვედრას ასახელებს.
- "მდ. ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში", — განმარტავს უწყება.
- აქვე აღნიშნავენ, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით და მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი.
რაც შეეხება დასკვნას, მათი განცხადებით, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის.
- "2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა. ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული", — ამტკიცებს უწყება.
- ხაზს უსვამენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა.
- "განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი)", — ამბობს უწყება.
რას ამბობენ გეოლოგები: გუშინ, 3 აგვისტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მედიასთან განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბის სტიქია არასდროს მომხდარა.
- კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის არიდება, გეოლოგი ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბურობისა და კომპლექსურობის სტიქიის პროგნოზირების პრეცედენტი არ არსებობს.
- გაფრინდაშვილის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.
- რადიო თავისუფლებასთან დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ბოიჩენკო ამბობს:
- ამ ეტაპზე ორ ვარიანტზე ვფიქრობთ, რა შეიძლება მომხდარიყო: რამდენიმე დღის განმავლობაში ჭარბი ნალექი. პირველი ვარიანტით, შესაძლოა, მდინარე ბუბას ზედა ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია შეგუბება და ეს ნაკადი დაიძრა. და მეორე ვარიანტი — მოწყდა მყინვარის (იქ ორი მყინვარია) ნაწილი, თან წამოიღო მორენა (მიწის მასა და ნატეხი მასა) და ეს ყველაფერი ერთდროულად გადაიზარდა ღვარცოფში. თუმცა მე მაინც მეწყრის ჩამოწოლის ვერსიისკენ ვიხრები".
- კითხვაზე, ეს იმ ტერიტორიისთვის რამდენად დიდი მასაა, ბოიჩენკო ამბობს, რომ ძალიან დიდი.
-
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასეთ ვითარებაში ისიც არის ხოლმე, რომ არასწორ ადგილებში ვაშენებთ ნაგებობებს. ახალი ნაგებობები, კოტეჯებიც უშუალოდ მდინარის კალაპოტში იდგა. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ არის კალაპოტი, რადგან იქ წყალი არ მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათი წლის მერე უცებ არ მორეცხავს წყალი იმ ადგილს".
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე ამბობს, რომ პროცესების წინასწარ შეფასება შესაძლებელი იყო, თუმცა პროგნოზირება — ფაქტობრივად გამორიცხული.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები