რას პასუხობს პრიგოჟინი პუტინს
ფოტო: AP
რატომ არის მნიშნველოვანი: ბოლო რამდენიმე თვეა ევგენი პრიგოჟინმა საჯარო მიმართვებში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელების ლანძღვა-გინება დაიწყო და ისინი ხელის შეშლაში, იარაღის არმიწოდებაში დაადანაშაულა.
- ის მინისტრ შოიგუს სამხედრო ტრიბუნალითაც ემუქრებოდა და არაერთხელ თქვა, რომ ბახმუტს დატოვებდა, საბოლოოდ, ასეც მოიქცა.
- გუშინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის პოზიციები ზურგიდან დაბომბა რუსული არმიის დანაყოფებმა, ამიტომ 25 000-იანი ჯგუფით შურისძიება დააანონსა.
- ტრადიციულად, რუსეთის თავდაცვამ ამას ტყუილი და პროვოკაცია უწოდა მის წინააღმდეგ კი აღიძრა საქმე შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაზე.
- თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
- გვიან ღამით მან განაცხადა, რომ ვაგნერელებმა რუსეთის საზღვარი ყველა ადგილას გადაკვეთეს და როსტოვში შედიან, დილას კი თქვა, რომ როსტოვში ყველა სამხედრო პუნქტს აკონტროლებს და მოსკოვისკენ მიდიან.
- მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა.
რა თქვა პუტინმა: ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების დროსაც კი მან დრო იპოვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სამხედრო მანქანის მოქმედებაზე ელაპარაკა.
- ვაგნერზე და პრიგოჟინზე საუბრისას პუტინმა გამოიყენა სიტყვები ზურგში დარტყმა და ღალატი, ისაუბრა ერთიანობის აუცილებლობასა და მოსალოდნელ მკაცრ სასჯელზეც.
- "ჩვენ დავიცავთ როგორც ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველგვარი საფრთხისგან. მათ შორის შინაგანი ღალატისგან", — აღნიშნა მან და დაამატა, რომ გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა პრიგოჟინი ღალატამდე მიიყვანა.
- "ვიმეორებ, ნებისმიერი შიდა არეულობა სასიკვდილო საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის. ეს არის დარტყმა რუსეთისთვის, ჩვენი ხალხისთვის. და ჩვენი ქმედებები, რათა დავიცვათ სამშობლო ასეთი საფრთხისგან, იქნება მკაცრი", — ამბობდა ის და თან ამტკიცებდა, თითქოს ყველაფერს გააკეთებს ხალხის დასაცავად.
რა უპასუხა მას პრიგოჟინმა: ვაგნერის ხელმძღვანელმა ბოლო თვეებში ბევრჯერ აგინა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, თუმცა პირდაპირ არასდროს ახსენებდა პრეზიდენტს, ახლა კი განაცხადა, რომ პუტინი ძალიან ცდება, როცა სამშობლოს ღალატზე საუბრობს.
- "ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. და არავინ აპირებს თავის ჩაბარებას პრეზიდენტის, FSB-ს ან ვინმეს მოთხოვნით. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანა კორუფციაში, მოტყუებასა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს", — განაცხადა მან მიმართვაში.
- "როცა გვითხრეს, რომ ვებრძვით უკრაინას, ჩვენ მივდიოდით და ვიბრძოდით, მაგრამ გაირკვა, რომ საბრძოლო მარაგები, შეიარაღება, მთელი ფული, რომელიც ამისთვის იყო გათვლილი, ასევე მოიპარეს. ჩინოვნიკები კი სხედან და ამ ფულს ინახავენ თავისთვის, ზუსტად ისეთი დღისთვის, როგორიც დადგა ახლა, როცა ვიღაცა მიდის მოსკოვისკენ", — განაცხადა მან.
- პრიგოჟინმა თქვა, რომ ახლა რუსეთის თავდაცვა არ ზოგავს რესურსებს და თვითმფრინავებიდან ბომბავს მშვიდობიან კოლონებს.
- "ჩვენ პატრიოტები ვართ და დღეს ვინც ჩვენს წინააღმდეგაა ისინი არიან, ვინც ნაძირლების ირგვლივ შეიკრიბნენ", — თქვა მან.
-
ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია
გადახედვა
-
ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
-
ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა
გადახედვა
-
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები