გაგა ჩხეიძის თქმით, წულუკიანი მისგან კონკრეტული ორი კინოპროექტის დაფინანსებას მოითხოვდა
ამის შესახებ კინოცენტრის ყოფილი დირექტორი ფეისბუქგვერდზე წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 მარტს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა.
- მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
- 13 ივნისს პროპაგანდისტული და სახელისუფლებო POSTV-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, რომელსაც გადაცემა სექსუალურ შევიწროებაში არაერთგზის მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად მიჰყავს, ფორმულასთან დაადასტურა, რომ ცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
- თქვა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ჩაერთვება და გაიგებს, "ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს".
- ჟურნალისტის კითხვაზე, რამიშვილთან მუშაობა უქმნის თუ არა უხერხულობას და უშლის თუ არა ხელს კინოცენტრში საქმიანობას, ოდიშარია ამბობს, რომ "არანაირად".
რას აპროტესტებენ თანამშრომლები: კინოცენტრში დასაქმებულები რეორგანიზაციას აღიქვამენ მინისტრ თეა წულუკიანის მცდელობად, ქართული კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
- მათ კინოცენტრის ფეისბუქ გვერდზე ღია წერილიც გამოაქვეყნეს, სადაც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ, თუმცა განცხადება სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა.
- ახლა კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ: შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, სადაც ცენტრს კონკურსის გზით დანიშნული დირექტორი არ ეყოლება;
- კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით;
- დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.
რას ამბობს სამინისტრო: კულტურის სამინისტრო კინოცენტრში განვითარებულ პროცესებს უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს, რომლის მიზანიც, მათივე შეფასებით, საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაა.
- სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცენზურის ბრალდება პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია.
- რეორგანიზაციას კი, რომელსაც თანამშრომლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ, უწყება სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯს უწოდებს.
- უწყება ირწმუნება, რომ სურთ ნეპოტიზმის აღმოფხვრა, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვა, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს მეტად წარმოჩენა, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერა და საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, გაძლიერება.
დეტალები: ჩხეიძე კულტურის სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნიას დანიშნვაზეა საუბარი.
- მთლიანად განცხადებას კი პოლიტიკურად ანგაჟირებულს, ცინიზმით, ყალბი პათეტიკითა და სიცრუით სავსეს უწოდებს.
- დაუშვებლად მიიჩნევს იმას, რომ რეორგანიზაციასა და მით უმეტეს, რეფორმას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც კინოს სფეროსთან შეხება არასდროს ჰქონია.
- შემდეგ კი კობა ხუბუნიასთან სამსახურებრივი ურთიერთობის პერიოდს იხსენებს.
ჩხეიძე ჰყვება, რომ მასთან ხშირი კონტაქტი 2022 წლის იანვარში ჰქონდა. მისი თქმით, წულუკიანის დავალებით, ხუბუნიამ უთხრა, რომ არ მინისტრი არ დაუმტკიცებდა ბიუჯეტს, სანამ გრაფაში, თანხის დამატების მიზნით, მისთვის სასურველ ორ პროექტს არ ჩასვამდა.
- "როგორც ჩანს, მინისტრი პირადად დაპირდა პროექტების ავტორებს თანხის დამატებას და საკუთარი მითითების შესრულება კობა ხუბუნაიას დაავალა. ეს იყო შანტაჟი სამინისტროს მხრიდან, განხორციელებული კობა ხუბუნაიას ხელით".
- ყოფილი დირექტორის თქმით, ხუბნია დაემუქრა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, სამინისტრო კინოცენტრს ბიუჯეტს არ დაუმტკიცებდა და ხელფასებს ვერ გასცემდნენ.
- "მე უარით ვუპასუხე, რადგან თანხის დამატებას ჭირდება კომისიის დასკვნა, კობა ხუბუნაია კი დადგენილი წესის დარღვევას მაიძულებდა. მართლაც, ბიუჯეტის არ-დამტკიცების გამო კინოცენტრის ფინანსური საქმიანობა ორი კვირის განმავლობაში იყო პარალიზებული".
ცინიზმს უწოდებს იმას, რომ წულუკიანი ამის შემდეგ "ჩაწყობის დაუშვებლობაზე საუბრობს.
- "როცა დღეს კინემატოგრაფისტები კინოცენტრის დამოუკიდებლობას მოითხოვენ, ამით მოითხოვენ სამინისტროს მხრიდან ასეთი ჩარევების აღკვეთას".
- აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმებზე, წლებია, ქართველებთან ერთად, უცხოეული სპეციალისტები მუშაოებენ. მათი უპირველესი მოთხოვნა კი სსიპ-ების დამოუკიდებლობა და ავტონომიურობაა.
- "სამინისტროსა და სსიპ-ების ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე უნდა აიგოს. მინისტრს, რომლის მმართველობის სტილი დიქტატი და უხეში ჩარევაა, მსგავსი დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს", — წერს ის.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები