მამის დღე საქართველოში წელს მერვედ აღინიშნება
ფოტო: კაცები ზრუნავენ
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში, 18 ივნისს, მამის დღე საქართველოში წელს მერვედ აღინიშნება.
ფოტო: კაცები ზრუნავენ
ამ დღის აღსანიშნავად და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 9 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით, მთელი თბილისის მასშტაბით ციფრულ ბანერებზე განთავსებულია მამის დღის მისალოცი სარეკლამო რგოლები.
"მამის დღის აღნიშვნის ინიცირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების ჩართულობა შვილების გაზრდაში და, საზოგადოდ, მათ მიერ ზრუნვის და საოჯახო საქმის ტვირთის თანაბარი განაწილება ქალებთან ერთად. როცა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იდეა, პირველ რიგში, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად უნდა ვაქციოთ, რადგან სწორედ ასეა შესაძლებელი უფრო ჰარმონიული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა", — აღნიშნავს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
ფოტო: კაცები ზრუნავენ
კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა იმ მასშტაბური ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას შვილებზე ზრუნვის და მათი აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის კაცები ზრუნავენ ინიციატივას არაერთი კომპანია უერთდება მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მამის დღის აღნიშვნას კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის.
თანასწორი მშობლობის და შვილებზე ზრუნვაში მამების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:
მამების სკოლა — პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომლებიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. მამების სკოლის პროგრამა ეხმარება კაცებს, რათა მეტი გაიგონ როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.
მამების თასი — საფეხბურთო ჩემპიონატი მამებისა და შვილებისათვის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივთან თანამშრომლობით, უკვე ხუთჯერ ჩატარდა და მამების გარდა, ცხოვრების აქტიური წესის წახალისებაზეც ზრუნავს.
მამაკაცური საუბრები — ინიციატივა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მამაკაცური საუბრები მოიაზრებს შეხვედრა-სემინარებს, სადაც კაცები შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობის, ოჯახის წევრებზე ზრუნვის, ძალადობის ელემენტების ამოცნობისა და მათი გამოაშკარავების შესახებ იღებენ ინფორმაციას და აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. მამაკაცური საუბრები თბილისში, კახეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარდა.
მამების ჯგუფი — საგანგებოდ მამებისთვის შექმნილი დახურული სივრცე Facebook-ზე, რომელიც 2020 წლის აპრილში გაჩნდა და სადაც უკვე 10 000-ზე მეტი კაცია გაერთიანებული. ჯგუფის მეშვეობით მამები ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს უზიარებენ, ცვლიან საინტერესო ინფორმაციას, სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს შვილების აღზრდასა თუ საოჯახო საქმეებზე.
2019 წელს ჩატარებული კვლევის — კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში (UNFPA-სა და UNDP-ის მხარდაჭერით) თანახმად, ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა ჯერ კიდევ რჩება მეტწილად მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად; თუმცა გარკვეული აქტივობები ორივე მშობელს თანაბრად აქვს განაწილებული; მაგალითად, ბავშვის ექიმთან წაყვანა, მასთან თამაში, საუბარი მის პირად პრობლემებზე, სკოლაში ტარება.
კამპანია კაცები ზრუნავენ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის კაცები ზრუნავენ მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით — ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები