TI-ს ცნობით, კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი აჭარაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
საუბარია ბიზნესმენ ილდარ ნევეროვსა და კომპანია სევერთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის ინფორმაციით, სევერმა მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ რამდენჯერმე გაიმარჯვა.
- ჯამში 2013 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ 4 979 714 ლარი მიიღო, საიდანაც 99%-ზე მეტი, გამარტივებული შესყიდვების, უკონკურენტო ტენდერებისა და სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე დაერიცხა.
სევერის მფლობელები: კომპანია 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქე, კირილო დოვაკმა დააფუძნეს.
- იმავე წელს მისი 30-30% რუსეთის მოქალაქეებმა, ანდრეი ბალაშოვმა და ილდარ ნევეროვმა იყიდეს.
- 2012-ში დირექტორი რუსეთის მოქალაქე, ვალერი ლიტვინენკო იყო, შემდეგ ესტონეთის მოქალაქე, ილია გუნარი, 2022 წელს კი ჯემალ გოგიტიძე გახდა.
- ნევეროვმა წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს, რომელიც კომპანიის 90% ფლობს, 10% კი უკრაინის მოქალაქე კირილო ნოვაკიასია.
- 2022 წლის ნოემბერში ნევიროვმა საქართველოში რეგისტირებული კიდევ ერთი კომპანიის, შპს ტიორის 50%-იანი წილი დაუთმო ბალაშოვს, რომელიც ერთად 2011 წლის აპრილში დააფუძნეს — გასულ წელს ნევეროვი ტიორის დირექტორობიდანაც გადადგა.
- TI-ს ცნობით, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ, სპეციალურ ავტომანქანას სევერი სწორედ ამ კომპანიისგან ქირაობდა.
- გადადგომამდე ნევეროვმა და ბალაშოვმა კვოპროსზე იმავე სახელის ოფშორული კომპანია — Tyor Commercial Inc დააფუძნეს, საქართველოში კი ტიორი იმავე მისამართზე დაარეგისტრირეს, რომელზეც რამდენიმე კვირით ადრე სევერი დაფუძნდა.
ვინ არის ილდარ ნევეროვი: ის რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ მეწარმეთა დაცვის საბჭოს რწმუნებულის აპარატში მუშაობს — ორგანიზაციას წლების მანძილზე ბორის ტიტოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის მიერაა სანქცირებული.
- ნევეროვი 2010 წლიდან საქმიანი რუსეთის საკოორდინაციო საბჭოს წევრია. საქმიანი რუსეთის მუდმივმოქმედი ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც პუტინი პერიოდულად რუსეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სტრატეგიაზე სასაუბროდ იწვევს ხოლმე.
- ის, ასევე, იყო აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ბანკ სპუტნიკის დირექტორთა საბჭოშიც.
- დღეს ნევეროვი რუსული სახელმწიფო კომპანიის Arktikugol-ის დირექტორია.
- მან 2012 წელს თბილისში ჭავჭავაძის #80-ში 196კვ/მ ბინა იყიდა.
TI-ს ცნობით, დაფუძნებიდან მალევე 2011 წლის სექტემბერში აჭარის მთავრობამ სევერს უზუფრუქტით ბათუმში, კახაბერის დასახლებაში 12 208 კვ/მ მიწა გადასცა, რომელზეც 511 კვ/მ 4 ნაგებობა იდგა.
- ვკითხულობთ, რომ კომპანიამ სწორედ ამ მოაწყო ვოლიერები მიუსაფარი ცხოველებისთვის, ასევე, მოვლასთან და ევთანაზიასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.
- 2013-დან კომპანია აქტიურად ჩაერთო მუნიციპალურ შესყიდვებში და დღემდეა ცხოველთა მოვლის, სტერილიზაციის, ვაქცინირებისა და სხვა პროცედურების მიმწოდებელი უკონკურენტო კომპანია.
- 2014-დან, ასევე, უკონკურენტოდ იგებს ბათუმის ნაგავსაყრელის ესპლოატაციის მიზნით გამოცხადებულ მუნიციპალურ შესყიდვებს.
- აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც ის ემსახურება — ბათუმის ნაგავსაყრელზე შემოაქვს მუნციპალიტეტების ტერიტორიაზე შეკრები საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
- სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დასკვნებში კი ნათქვამია, რომ ეს ნაგავსაყარი ქალაქისთვის და შავი ზღვის სანაპიროსთვის ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.
გამარჯვება უკონკურენტოდ: 2013-დან დღემდე სევერი 73 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა, 69-ში მოიგო, მათ შორის, 63-ში უკონკურენტოდ, 6-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
- ჯამში 4 816 286 ლარი მიიღო, ამავე პერიოდში კომპანიასთან 163 428 ლარის 39 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.
- 2013-23 წლებში სატენდერო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხა და კონკურენციის პირობები მუნიციპალიტეტის მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ორგანიზაციის შეფასებით, 2013 წელს გამოცხადებულ პირველივე სახელმწიფო შესყიდვაში ბათუმის მერიამ სატენდერო პირობები აშკარად მას მოარგო.
- მერიას დოკუმენტაციაში არ მოუთხოვია კონკურსანტებისთვის რამე ტექნიკური პირობის დაკმაყოფილება.
- ამის შემდეგ მერიის გამოცხადებულ ტენდერებში სევერმა დაადასტურა შესაბამისი გამოცდილება და მუნიციპალური შესყიდვების ბაზარზეც უკონკურენტოდ იმარჯვებს.
- TI მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან, განსაკუთრებით კი სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან დაკავშირებული კომპანია სევერის უპირატესი მდგომარეობა, სატენდერო პირობების მასზე მორგება, კონკურენციის შეზღუდვა საგამოძიებო სტრუქტურების მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა

კომენტარები