კანადაში ცეცხლი ოთხშაბათს, 7 ივნისს გაჩნდა — ყველაზე მეტად აღმოსავლეთის პროვინცია კვებეკი დაზარალდა.

  • არსებული ინფორმაციით, ევაკურირებულია დაახლოებით 15 ათასამდე მაცხოვრებელი.
  • კანადის ტყის ხანძრების გამო ჰაერის ინტენსიური დაკვამლიანება აშშ-ის ქალაქებშიც შეიმჩნევა.
  • ხანძარი იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ მის ქრობაში მეხანძრეთა დამხმარე ჯგუფი აშშ-დან, სამხრეთ აფრიკიდან, საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან ჩავიდნენ.
  • პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ დაწერა, რომ ესაუბრა ჯო ბაიდენს და აშშ-ის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დეტალები: ნიუ-იორკში დღეიდან მოქალაქეებისთვის უფასო ნიღბების დარიგებას იწყებენ.

  • გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთ მილიონ ნიღაბს დაურიგებენ შტატის მაცხოვრებლებს.
  • საუბარია N95 ნიღბებზე, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გამოიყენებოდა.
  • მისივე თქმით, ეს დროებითი სიტუაციაა, ნიუ-იორკის ავტობუსებსა და მატარებლებს კი მაღალი ხარისხის ჰაერის ფილტრაციის სისტემები აქვთ, რაც მგზავრობას უსაფრთხოს აქცევს.
  • ოფიციალური პირების მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ჰაერის დაბინძურება სავარაუდოდ შაბათ-კვირამდე შენარჩუნდება.

ფოტო: Amr Alfiky / Reuters

ფოტო: John Meore / The Journal News