NGO-ები ისევ განუმარტავენ შსს-ს, რომ მათი ქმედებები გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ფოტო: სოფო გელავა
რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 მაისს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების სამიტზე მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზად ნატოს გაფართოება დაასახელა, რითაც კრემლის ნარატივი გაიმეორა.
- მესამე დღეა პარლამენტის წინ აქტივისტები ღარიბაშვილის ამ ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებენ.
- ჯიუტების ინფორმაციით, ამ პერიოდში შსს-ს თანამშრომლები უხეშად და გაუმართლებლად ერეოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში.
- გუშინ გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ აქტივისტებთან პოლიცია მივიდა, პლაკატები დაუხია და დაკავება დაიწყო.
- დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ — ზოგიერთ მათგანს პლაკატზე "ირაყლი" ეწერა, ზოგი კი საერთოდ ცარიელი ფურცლით იდგა.
- პოლიციამ ისინი დღესაც დააკავა.
დეტალები: ადგილიდან გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე კიბეზე იჯდა, როცა სამართალდამცავები მივიდნენ და ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
- ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე წერს, რომ მას პოსტერზე "ირაყლი" ეწერა.
- სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან უფლებადამცველები მივიდნენ — ასეთივე პოსტერები და ცარიელი ფურცლები დაიჭირეს.
- მალევე პოლიციამ GDI-ის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი დააკავა, რომელიც ცარიელი ფურცლით იდგა.
- დაკავებული არიან უფლებადამცველები საბა რაჭველი და ნიკა რომანაძე.
- მომხდარის გასაპროტესტებლად ხვალ, 21 საათზე პარლამენტთან რუსეთიზაციის წინააღმდეგ მორიგი აქცია დაიგეგმა.
NGO-ები აცხადებენ, რომ შსს-ს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
- "შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი. მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა", — ვკითხულობთ TI-სა და ISFED-ის საერთო განცხადებაში.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მათ სამართლამდამცავებისთვის კანონის უმარტივესი წესების განმარტება უწევთ.
- გარდა ამისა, 20-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ.
- "შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და, ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად", — აცხადებენ ისინი.
ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა.
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;
- სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს — იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;
- ადვოკატთა ასოციაციას — გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს.
კონტექსტი: პოსტერების და აზრის გამოხატვის გამო დაპატიმრება რუსეთში ფართოდ გავრცელებული მეთოდია.
- ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს ერთსიტყვიანი და ცარიელი ფურცლების გამოც იჭერდნენ და ჯარის დისკრედიტაციისთვის ასამართლებდნენ.
- დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა საქართველოშიც დამკვიდრდა, როცა აქტივისტების დაკავება მონის და მონა ლიზას დაძახების გამო დაიწყეს.
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
კომენტარები