ჯო ბაიდენი

27 May. 2023, 18:17

ამერიკელი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენ და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

სამ ათწლეულზე მეტია, საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას რეგიონისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს, რომელიც ჩვენი ხალხის უშუალო ურთიერთობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება — დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩათვლით. ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაში, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატოში.

აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის (რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციითა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობებით გამოიხატება) წინააღმდეგ დგომას.

მომდევნო წლებში ველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობის განმტკიცებას, რათა გავაგრძელოთ კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავლის შექმნა ჩვენი ხალხისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…