გიგა ოთხოზორიას დედა:

19 May. 2023, 14:04

როგორ ბედავთ, რომ ქართველის პირადობის მოწმობას ფეხს აბიჯებთო, აი, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი. ასე რომ, მართლა დღეს, პირველად რომ ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს… რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა. ვინც დადებითად ჩათვლის, რომ ეს მოვლენა კარგია, ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეს.

ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცხოვრობ. უბრალოდ, დღეს კიდევ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი რომ წამოვწიო წინ, მერიდება. ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ. და რატომღაც მგონია, რომ კიდევ მეტად გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის, გმირები გახდნენ და ამ დროს ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდეთ.

განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას. იგი ზუგდიდში, შვილის საფლავზე იმყოფებოდა. აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა კობახიძე: რას ნიშნავს მონროს დოქტრინა საქართველოსთვის?
  2. აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
  3. რუსული მედია: აშშ-ს მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი ქართველია
  4. საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ციტატას ავრცელებს
  5. კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ